logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისის მერი ღოღობერიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი ღოღობერიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
15:15 17.06.2018
ნაძალადევის რაიონში, ღოღობერიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე საგზაო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ნაძალადევის რაიონის გამგებელ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.

„როდესაც ამ ქუჩაზე წინასაარჩევნოდ ვიყავი, მოსახლეობა ძალიან შეწუხებული იყო, რადგან გზა არ ჰქონდათ და დაყრილი იყო მიმდებარე ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის განკუთვნილი საშენი მასალა. მათ დავპირდი, რომ საგზაო ინფრასტრუქტურას აუცილებლად მოვაწყობდით. ამ პროექტის განხორციელება 400 000 ლარზე მეტი ჯდება. დაახლოებით ორ თვეში გზა მთლიანად განახლებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნაძალადევის რაიონის გამგებლის განცხადებით, ღოღობერიძის ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ, რაიონის ცენტრალურ ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა განიტვირთება. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე გზის სავალ ნაწილზე ძველი საფარის მოხსნა მიმდინარეობს.

„ეს ნაძალადევის რაიონის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ფაგრლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, ბორდიური გამოიცვლება, ტროტუარი მოეწყობა. დაახლოებით 5 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგება. ზოგადად, რაიონის მასშტაბით გვაქვს პრობლემური მისამართები, რასაც ეტაპობრივად მივყვებით და გზებს რეაბილიტაციას პრიორიტეტების მიხედვით ვუტარებთ. მსგავსი ტიპის საგზაო სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა და ნაძალადევში პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა დაათვალიერეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა