საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის
თავმჯდომარე ზაზა გაბუნია მაღალმთიან აჭარაში იმყოფებოდა, სადაც შუახევის მუნიციპალიტეტში მეწარმე ოჯახები მოინახულა.
კომიტეტის თავმჯდომარე სოფელ ჭვანაში როლანდ ქათამაძის ოჯახს ესტუმრა, რომელიც მეფუტკრეობას მისდევს და ახლახან საკალმახე მოაწყო.
დეპუტატმა ასევე მოინახულა საოჯახო სასტუმრო სოფელ ახალდაბაში.
ზაზა გაბუნია: „მიხარია ეკონომიკურად აქტიური მოქალაქეების ნახვა. ისინი სარგებლობენ მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებით და სხვა სახელმწიფო პროგრამებით. მათი საქმიანობა არის ძლიერი სტიმული სხვა მოქალაქეებისთვისაც".
ზაზა გაბუნიასთან ერთად აღნიშნულ შეხვედრებში, პარლამენტში შუახევის მაჟორიტარი დეპუტატი მონაწილეობდა.

















