logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ხულოსადა ქედის მუნიციპალიტეტებში სოფლის განვითარების პრიორიტეტებზე იმსჯელეს
ხულოსადა ქედის მუნიციპალიტეტებში სოფლის განვითარების პრიორიტეტებზე იმსჯელეს
12:36 17.06.2018
ევროკავშირი საქართველოში სოფლის განვითარების საკითხებზე საჯარო განხილვების მხარდაჭერას განაგრძობს. ხულოსა და ქედაში, სოფლის განვითარების პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ავთანდილ მესხიძემ, და სამინისტროს შესაბამისი ერთეულების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ ადგილობრივი განვითარების ჯგუფებს მიაწოდეს ინფორმაცია სოფლის განვითარების ახალი კონცეფციის დანერგვასა და განხორციელებასთან დაკავშირებით მიღწეულ პროგრესზე, ასევე მოისმინეს მათი მოსაზრებები და წინადადებები.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ აჭარაში მხარდაჭერილ პროექტებს - „სოფლის განვითარების და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ და „ადგილობრივი პოტენციალის ოპტიმიზაცია სოფლის განვითარებისთვის ქედის მუნიციპალიტეტში“, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ახორციელებენ. პროექტების მიზანია აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში სიღარიბის შემცირება, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის ხელშეწყობით.

შეხვედრის ძირითადი საკითხები შეეხებოდა სოფლის განვითარებისთვის სახელმწიფო პროგრამებსა და ინიციატივებს. შეხვედრაზე მონაწილეებმა იმსჯელეს ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და სოციალურ გამოწვევებზე, საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიისა და ადგილობრივ კონტექსტთან შესაბამისობაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურიზმის და მცირე ბიზნესის განვითარებას, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის საკითხებს, დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების ახალ შესაძლებლობებს, მათ შორის, საქართველოს სოფლის განვითარების საზოგადოებრივი ქსელის შექმნას.

“საქართველოს პროგრესი და ქვეყნის ძალისხმევა სოფლის განვითარების საერთოეროვნული მიზნების მიღწევის მიმართლებით, მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანია სოფლის მოსახლეობისათვის აჭარაში. ადგილობრივების მხარდაჭერა, მათ შორის, არაფერმერულ აქტივობებში მათი ჩართულობის წახალისების მიზნით, განიხილება სოფლად სიღარიბის დაძლევის მნიშვნელოვან ინტრუმენტად“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ.

„მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებები მიიღწევა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, რადგან მათ ყველაზე კარგად ესმით სოფლის გამოწვევები და პრიორიტეტები. ასეთი ჩართულობის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთ ინსტრუმენტს ევროკავშირის LEADER მიდგომა წარმოადგენს“, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ავთანდილ მესხიძემ.

სოფლის განვითარების პრიორიტეტების შესახებ საჯარო განხილვები ტარდება ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით, საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით.

ევროკავშირის მხარდაჭერით, საჯარო განხილვები უკვე ჩატარდა თეთრიწყაროში და ყაზბეგში. სოფლის განვითარების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვის მიზნით, საჯარო შეხვედრები გაიმართება ასევე კახეთის და სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფებთან.

ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 179 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა