არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხვალ, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“
საარჩევნო ვებ-პორტალის პრეზენტაციას გამართავენ.
როგორც „ნიუსპრესს“ „სამართლიანი და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებიდან“ აცნობეს, არჩევნების პორტალი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.
მათი ინფორმაციით, პორტალზე საარჩევნო პერიოდში სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მიერ დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია სისტემატურად განთავსდება.
ვებ-პორტალის შექმნა სამი არასამთავრობო ორგანიზაციის - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ერთობლივი ინიციატივაა.

















