logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მმართველი პარტია დოკუმენტს „ხელშეკრულება საქართველოსთან“ მოქალაქეებს უახლოეს ხანებში წარუდგენს
მმართველი პარტია დოკუმენტს „ხელშეკრულება საქართველოსთან“ მოქალაქეებს უახლოეს ხანებში წარუდგენს
13:10 18.07.2012
ახალ საპროგრამო დოკუმენტს - „ხელშეკრულება საქართველოსთან“, რომელშიც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მომდევნო  4 წლის განმავლობაში განსახორციელებელი გეგმები და მთავარი მიმართულებები ჩამოაყალიბა, მმართველი პარტია საქართველოს მოქალაქეებს უახლოეს ხანებში წარუდგენს.

დოკუმენტი ოთხ მთავარ საკითხს მოიცავს, ესენია - უმუშევრობა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და ყველა ოჯახისთვის 1000-ლარიანი ვაუჩერის დარიგება.

დოკუმენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პირობას დებს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ქვეყანაში უმუშევრობის განახევრებას შეძლებს. იქვე აღნიშნულია, რომ ამ მიზნის მისაღწევად აქტიურად იმუშავებს დასაქმების სამინისტრო, დარეგისტრირდება თითოეული უმუშევარი და სამუშაოს ყველა მაძიებელს სახელმწიფოს დაფინანსებით გადამზადების და ახალი კვალიფიკაციის მიღების საშუალება ექნება.

დოკუმენტში ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევაზეცაა საუბარი. მასში აღნიშნულია, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, შესაბამისი კატეგორიის დაზღვევას მიიღებს  სოციალურად დაუცველი ყველა მოქალაქე, 6 წლამდე ასაკის ბავშვი, პენსიონერი, პედაგოგი, დევნილი, პოლიციელი და ჯარისკაცი, ხოლო ყველა სხვა კატეგორიის მოქალაქეთათვის დაზღვევის საბაზისო პაკეტი შემუშავდება და ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.

დოკუმენტში „ნაციონალური მოძრაობა“ ასევე სოფლის მეურნეობს სფეროს განვითარების პირობას დებს. მასში აღნიშნულია, რომ ოთხი წლის განმავლობაში ყველა სოფელში ბოლომდე მოგვარდება წყლის, გაზის და გზების პრობლემა; გაიხსნება სოფლის მეურნეობის 500-ზე მეტი ახალი საწარმო; მოირწყვება დამატებით 90 000 ჰექტარი მიწა; სოფელი მიიღებს 2 000 ახალ ტრაქტორს, იგეგმება სოფლის მეურნეობის სრული მექანიზაცია, ხოლო სასოფლო-სამეურნეო მიწის 90% დამუშავდება.

„ხელშეკრულება საქართველოსთან“ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ყველა ოჯახისთვის 1000-ლარიანი ვაუჩერის დარიგებასაც გულისხმობს. მასში აღნიშნულია, რომ ოჯახი თავად გადაწყვეტს, ამ ვაუჩერით რა პრობლემა მოაგვაროს - კომუნალური ხარჯები დაფაროს, მედიკამენტები და სასკოლო სახელმძღვანელოები შეიძენოს თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაიქირაოს და საწვავისა და სასუქის ხარჯი გაისტუმროს.

დოკუმენტი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ გამოაქვეყნა. აღნიშნულ „ხელშეკრულებას“ მმართველი პარტია საქართველოს მოქალაქეებს უახლოეს ხანებში უშუალოდ წარუდგენს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა