logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პარლამენტის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პარლამენტის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა
21:36 11.06.2018
საქართველოს პარლამენტის აპარატმა სახელმწიფო საგანმანათლებლო პროფესიულ სასწავლებლებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. აღნიშნული სასწავლებლები სხვადასხვა სამინისტროსა და სახელმწიფო სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენენ. მემორანდუმი საქართველოს პარლამენტის აპარატში მოქმედ სასწავლო ცენტრსა და აღნიშნულ დაწესებულებებს შორის საგანმანათლებლო მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს.



მემორანდუმის გაფორმების შემდეგ პარლამენტის წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს შორის გამოკითხვა ჩატარდა, თუ რა საჭიროებები აქვთ მათ სხვადასხვა სფეროში დამატებითი ცოდნისა და ინფორმირებულობის თვალსაზრისით. კვლევის შედეგად გამოიკვეთა კონკრეტული საკითხები, რომლის მიხედვითაც დაკომპლექტდა ჯგუფები და ივნისიდან კონკრეტული პროგრამების განხორციელება დაიწყო.



„ერთ-ერთი პირველი, ვისთანაც ჩვენ ამ პროგრამის დანერგვა და განხორციელება დავიწყეთ, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პირველი ტრენინგი, რომელიც აკადემიის ბაზაზე მისმა ინსტრუქტორებმა ჩაატარეს, იმ გამოწვევებს და იმ მიზნების რეალიზაციას ემსახურება, რომელიც პარლამენტის წინაშე დგას და რომელიც პარლამენტმა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად დაისახა. ეს არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პარლამენტის ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხი. პარლამენტის ბიუჯეტიდან გამოიყო შესაბამისი თანხა და ამჟამად გამოცხადებულია ტენდერი თბილისის სასახლის რეაბილიტაციაზე. შენობა შშმ პირების საჭიროებებზე სრულად იქნება ადაპტირებული. პარალელურად, მნიშვნელოვანია, რომ იმ პერსონალმა, რომელიც პარლამენტში უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელშეწყობასთან იქნება დაკავშირებული, შესაბამისი ცოდნა მიიღოს, კვალიფიკაცია აიმაღლოს და შესაბამისი უნარებ-ჩვევები განივითაროს“, - აღნიშნა პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ.



მისივე განცხადებით, პარლამენტის მანდატურის სამსახურის ყველა თანამშრომელს სწორედ ამ კუთხით ჩაუტარდა ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა შშმ პირთა ხელშეწყობის სპეციფიურობის გათვალისწინებას და იმ უნარების განვითარებას, რაც ამ საქმიანობაში მანდატურებს დაეხმარებათ.



„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელი ღონისძიება. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ პარტნიორულ ურთიერთობას რესურსებისა და გამოცდილების ურთიერთ გაზიარების კუთხით, რაც სახელმწიფო სტრუქტურებისათვის არის დამახასიათებელი. ჩვენ ვაპირებთ, უახლოეს პერიოდში პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის და სურვილის მიხედვით, პარლამენტის წევრების ჩართულობით, მსგავსი და სხვა ტიპის ტრენინგების გამართვას როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, ასევე სხვა პარტნიორ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგების ჩართულობით“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა