logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები დაამტკიცა
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები დაამტკიცა
19:32 07.06.2018
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საზოგადოებრივი აზრის 2018 წლის კვლევის შედეგად რადიოსამაუწყებლო პრიორიტეტები დაამტკიცა, რომელიც ძალაში 2020 წლის 7 ივნისამდე იქნება. აღნიშნულ პერიოდში კომისია დამტკიცებული რადიოსამაუწყებლო პრიორიტეტების გათვალისწინებით, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსებს გამოაცხადებს.

კომისიის გადაწყვეტილებით, კერძო საერთო ან სპეციალიზებული რადიო მაუწყებლობის და სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსები სალიცენზიო განაცხადების გათვალისწინებით, ცალ-ცალკე გამოცხადდება, ასევე, ცალ-ცალკე გამოცხადდება კონკურსები მოქმედი რადიომაუწყებლებისთვის, მაუწყებლობის არსებული არეალის გაფართოების და ახალი ადგილობრივი მაუწყებელის შექმნის მიზნით. კონკურსის გამოცხადებისას და ლიცენზიის მაძიებელთა მიერსაკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების შეფასებისას, კომისია მაუწყებლობის თითოეული სახეობისთვის (კერძო, სათემო) და კერძო მაუწყებლობის ქვესახეობისთვის (საერთო და სპეციალიზებული) დადგენილი რადიოსამაუწყებლო პრიორიტეტებით იხელმძღვანელებს. სათემო რადიომაუწყებლობაზე კონკურსები ცალკე გამოყოფილ სიხშირულ დიაპაზონში გამოცხადდება. ასევე, საზოგადოებრივი აზრის კვლევაში ასახული პრიორიტეტული რადიოპროგრამების გათვალისწინებით იხელმძღვანელებს კომისია სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის შეფასებისას.

რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები შემდეგი თანმიმდევრობით, შემდეგ სამაუწყებლო ზონებში დადგინდა:

საქართველოს ტერიტორია (ეროვნული მაუწყებლობა)
1. საერთო რადიომაუწყებლობა
1. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
2. სათემო რადიომაუწყებლობა

სამაუწყებლო ზონა GEO 250
1. საერთო რადიომაუწყებლობა
2. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
1. სათემო რადიომაუწყებლობა

სამაუწყებლო ზონა GEO – 252
1. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
2. საერთო რადიომაუწყებლობა
1. სათემო რადიომაუწყებლობა

სამაუწყებლო ზონა GEO – 253
1. საერთო რადიომაუწყებლობა
1. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
2. სათემო რადიომაუწყებლობა

სამაუწყებლო ზონა GEO – 255
1. საერთო რადიომაუწყებლობა
2. სათემო რადიომაუწყებლობა
3. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა

სამაუწყებლო ზონა GEO – 256
1. საერთო რადიომაუწყებლობა
1. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
2. სათემო რადიომაუწყებლობა

სამაუწყებლო ზონა GEO – 257
1. საერთო რადიომაუწყებლობა
1. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
2. სათემო რადიომაუწყებლობა

სამაუწყებლო ზონა GEO – 258
1. საერთო რადიომაუწყებლობა
1. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა და სათემო რადიომაუწყებლობა (თანაბრად)

სამაუწყებლო ზონა GEO – 259
1. საერთო რადიომაუწყებლობა
1. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
2. სათემო რადიომაუწყებლობა

სამაუწყებლო ზონა GEO – 261
1. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
2. საერთო რადიომაუწყებლობა
1. სათემო რადიომაუწყებლობა

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა