ე.წ. საოკუპაციო ხაზთან სოფელ წითელუბნის მიმდებარედ რუსმა სამხედროებმა მწყემსი გაიტაცეს.
დაკავებული სოფელ ხურვალეთის მკვიდრი, თეიმურაზ დუდაშვილია.
„მწყემსად იყო. პურის ფული არ აქვს და ამიტომ დადის. ახლა გავიგე, რომ რუსებს წაუყვანიათ“- განაცხადა ადგილობრივმა.

















