logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ისანში 14 ავტოფარეხის დემონტაჟის სამუშაოებს კახა კალაძე გაეცნო
ისანში 14 ავტოფარეხის დემონტაჟის სამუშაოებს კახა კალაძე გაეცნო
17:41 03.06.2018
ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის N9-ში მცხოვრები მოსახლეობის ინიციატივით, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 14 ავტოფარეხის დემონტაჟი დაიწყო.

აღნიშნულ მისამართზე ავტოფარეხების დემონტაჟის სამუშაოებს ისნის რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს.

მიმდინარე პროცესის გასაცნობად ლეხ კაჩინსკის ქუჩა M9-ში დედაქალაქის მერი კახა კალაძე იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„თქვენ იცით, რომ ძალიან საინტერესო წამოწყება გვაქვს ავტოფარეხების აღებასთან დაკავშირებით. ხედავთ, რომ ეს არის ძალიან ცუდი, პირდაპირ სიმახინჯეა და გვინდა, რომ მათ ადგილას, კონკრეტულ უბნებში სკვერები, სპორტული მოედნები გაკეთდეს. გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მოსახლეობამ, ამხანაგობებმა უნდა მიიღონ, თუ რა ურჩევნიათ, მწვანე სივრცე თუ სპორტული მოედანი. თუ ორივე გამოდის, რა თქმა უნდა, ორივეს გავაკეთებეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, ისნის რაიონში, სადაც 14 ავტოფარეხის დემონტაჟი დაიწყო, მოსახლეობამ სურვილი გამოთქვა, რომ მათ ნაცვლად, ტერიტორიაზე მწვანე სივრცე მოეწყოს

„ისნის რაიონში მცხოვრები ადამიანები ჩვენს წამოწყებას გამოეხმაურნენ და გადაწყვეტილება მიიღეს, რომ აქ არსებული ავტოფარეხები დაიშალოს და მათ ადგილას მწვანე სივრცე - პატარა სკვერი გაკეთდეს. ეს იქნება მნიშვნელოვანი ქალაქისთვის იმიტომ, რომ უბნებში მწვანე სივრცეები იქმნება. აქ მცხოვრები ადამიანების საკუთრების ფასიც მოიმატებს, რადგან გარშემო ბევრი მწვანე სივრცე იქნება. მიხარია, რომ ამ მიმართულებით საზოგადოების თანადგომა და ჩართულობა არსებობს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძესთან ერთად, ავტოფარეხების დემონტაჟის სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი და პარლამენტის ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი აბუსერიძეც გაეცნენ.

მერიის გადაწყვეტილებით, ლეხ კაჩინსკის ქუჩა N9-ში კორპუსის წინ არსებული ავტოფარეხების ნაცვლად, სკვერი მოეწყობა, საბავშვო ატრაქციონები დაიდგმება და ტერიტორია მთლიანად კეთილმოეწყობა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა