კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ მგზავრთა საჩივრების საფუძველზე 42 მძღოლს 10 დღით მუშაობის უფლება ჩამოართვა.
კომპანიის დადგენილების თანახმად, 1 ივლისიდან ყველა მძღოლი ვალდებულია მგზავრობის დროს კონდიციონერი ჰქონდეს ჩართული, თუმცა, საწვავის ეკონომიის მიზნით, მძღოლების ნაწილი მგზავრებს ამ სერვისზე უარს ეუბნებოდა.
„თბილისის მიკროავტობუსმა“ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, 42 მძღოლი გამოავლინა და სანქციის სახით, 10 დღის განმავლობაში მუშაობის უფლება შეუჩერა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ თუკი მძღოლების მხრიდან მსგავსი შემთხვევა განმეორდება, შესაძლოა, „თბილისის მიკროავტობუსმა“ მათთან დადებული ხელშეკრულება გააუქმოს.

















