საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ99+100 მონაკვეთზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, დაზიანდა მდ.საფრისწყალზე არსებული სახიდე გადასასვლელი. რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკევთზე, გეოლოგების რეკომენდაციით, 25 მაისიდან მოძრაობა სპეციალური რეჟიმით ხორციელდებოდა. კერძოდ, აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დილის 08:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე იყო დაშვებული.

















