logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის გამარჯვებულების გამოვლენა გრძელდება
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის გამარჯვებულების გამოვლენა გრძელდება
14:46 29.05.2018
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ზონალური თამაშები გრძელდება.
26, 27, 28 და 29 მაისს საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის ზონალური თამაშების ნახევარფინალები და ფინალები სპორტის სხვადასხვა სახეობაში დაიგეგმა.
26 მაისს თბილისის ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა აღმოსავლეთ საქართველოს თამაშებს კალათბურთში.
გოგონებს შორის შეჯიბრი ქ. თბილისის N 100 საჯარო სკოლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. მატნის საჯარო სკოლის გუნდს ხვდა წილად.
რაც შეეხება ვაჟთა გუნდებს, გამარჯვება ქ.თბილისის N 147 საჯარო სკოლას ერგო. მეორე ადგილი კი კასპის N 2 საჯარო სკოლამ დაიკავა.
26 მაისს საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის აღმოსავლეთ საქართველოს გოგონათა ზონალური პირველობა შედგა ფრენბურთში. რომელსაც ქ. თბილისის სპორტკომპლექსმა "ახალმა თბილისმა" უმასპინძლა.
შეჯიბრი ბოლნისის N 1 საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა. ანგარიშით 2:0 . მეორე ადგილზე კი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭობარეთის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი გავიდა.
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ნახევარფინალური და ფინალური თამაშები გაიმართა ასევე კვირას, 27 მაისს.
სპორტკომპლექს "ახალ თბილისში" შედგა ვაჟთა გუნდების პირველობა ფრენბურთში. რომელშიც აღმოსავლეთ საქართველოს ექვსივე რეგიონმა მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. საბუის საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე ქ. გორის მუნიციპალიტეტის სოფ. შავშვების საჯარო სკოლის გუნდი გავიდა.
27 მაისს დასავლეთ საქართველოს ზონალური პირველობას მაგიდის ჩოგბურთში ქ. ქუთაისის N 11 სპორტულმა სკოლამ უმასპინძლა.
ვაჟთა პირველობა ქ. აბაშის N 1 საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა, მეორე ადგილი კი ქ. ქუთაისის ქართულ-ამერიკულმა სკოლა "პროგრესმა" დაიკავა.
რაც შეეხება გოგონების პირველობას, გამარჯვებული გახდა ხულოს მუნიციპალიტეტის ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის გუნდი. მეორე ადგილი კი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფ. აცანის საჯარო სკოლის გუნდს ერგო.
28 და 29 მაისს წყალტუბოს სპორტის სასახლეში დაგეგმილია საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის დასავლეთ საქართველოს ზონალური პირველობა ხელბურთში.
28 მაისს ვაჟთა გუნდები, ხოლო 29 მაისს გოგონათა გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
მაისში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ზონალური თამაშები ყოველ შაბათ-კვირას იმართებოდა.
ივნისში საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური თამაშები საქართველოს ჩემპიონებს გამოავლენს.
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი;




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა