logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„დაემშვიდობე ბანკს“ - საქართველოში ფულის მართვის პირველი აპლიკაცია, სფეისი გამოჩნდა
„დაემშვიდობე ბანკს“ - საქართველოში ფულის მართვის პირველი აპლიკაცია, სფეისი გამოჩნდა
12:58 29.05.2018
„დაემშვიდობე ბანკს“ სფეისის, ფულის მართვის აპლიკაციის კამპანიის დასაწყისია, რომელიც ხაზს უსვამს ყოველდღიური საბანკო მომსახურების გამარტივების აუცილებლობას.



პირველად რეგიონში, სრულიად ციფრული საბანკო მომსახურება - სფეისი შეიქმნა. სფეისი ე.წ. ნეობანკია, ანუ ბანკი ფილიალისა და სხვა ფიზიკური სივრცეების გარეშე, რომელიც მხოლოდ მობილურში არსებობს აპლიკაციის სახით. სფეისი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლებზე და მიზნად ისახავს ყველაზე მარტივი, გამჭვირვალე და მყისიერი ყოველდღიური ფინანსური სერვისების მიწოდებას.



სფეისის პირველადი ვერსიით უკვე შესაძლებელია დისტანციურად, მობილურ აპლიკაციაში:



· დარეგისტრირდეთ და გახსნათ საბანკო ანგარიში
· მიიღოთ სფეის ბარათი უფასოდ კურიერის მეშვეობით ნებისმიერ მისამართზე, საქართველოს მასშტაბით
· აიღოთ სესხი მყისიერად, დისტანციურად, ნებისმიერ დროს და ყველანაირი დამატებითი ბიუროკრატიის გარეშე
· გადარიცხოთ ფული 24/7-ზე, ნებისმიერ ბანკში მობილური ტელეფონით, ან მესენჯერით: whatsapp-ით , facebook-ით, viber-ით
· მართოთ სხვა ბანკების ბარათები, ამისთვის არ არის აუცილებელი სფეისის ანგარიშის ქონა
· გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები და შეავსოთ მობილურის ბალანსი
სფეისის ერთ-ერთი ძირეული განმასხვავებელი მახასიათებელი მისი უნიკალური დიზაინია, რომელიც გამოირჩევა მინიმალისტური მიდგომით.



„სფეისში გვჯერა, რომ მომავალი უკვე დადგა. თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციები ცვლიან ჩვენს ქცევებს და გვიმარტივებენ სერვისის მიღებას. ჩვენ ვთვლით, რომ ყოველდღიურ ბანკინგს საქართველოში სჭირდებოდა გამარტივება და შევქმენით სფეისი - პირველი, სრულიად ციფრული ნეობანკი, რომელიც შეცვლის ჩვენი ფულის მართვის მიდგომებს“, - სფეისის პროექტის ხელმძღვანელი, ლაშა გურგენიძე.



„სფეისის შექმნის იდეა 1 წლის წინ თიბისის გუნდის რამდენიმე წევრს გაუჩნდა და ბანკმა მათ მხარი დაუჭირა ამ იდეის განხორციელებაში. ტექნოლოგიური განვითარება და მომხმარებლის ქცევის ცვლილება დიდი გამოწვევაა საბანკო ბაზარზე. ამ გამოწვევის მიღება და გარკვეულწილად ჩვენი კონკურენტის შექმნის ხელშეწყობაც, ჩვენი აზრით, დროულია. სფეისი დამოუკიდებელი ბრენდია და მჯერა, რომ ის ყოველდღიური საბანკო მომსახურების სფეროში ბევრი სიახლის მიზეზი გახდება“, - თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ქურდიანი.



სფეისთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს, ნომერზე - 2 711 711.



სფეისის გადმოწერა შესაძლებელია როგორც App Store-დან, ისე Google Play-დან. ვებ-გვერდის მისამართია www.space.ge.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა