logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია- „პლატონის ფილოსოფია ინტერდისციპლინურ კონტექსტში“ გაიხსნა
თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია- „პლატონის ფილოსოფია ინტერდისციპლინურ კონტექსტში“ გაიხსნა
16:49 28.05.2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია "პლატონის ფილოსოფია ინტერდისციპლინურ კონტექსტში" გაიხსნა, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე, საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია ტარდება. ძალიან ბევრი მკვლევარი ჩამოვიდა მრავალი ქვეყნიდან, რომელიც იკვლევს პლატონის ფილოსოფიურ ასპექტებს. განიხილება ინტერდისციპლინური ასპექტები. კონფერენციის დასკვნით დღეს, დაარსდება კავკასიის პლატონისტთა საზოგადოება, რომელიც გახდება საერთაშორისო ასოციაციის წევრი. მნიშვნელოვანია, რომ ეს ცენტრი ჩამოყალიბდება ჩვენს უნივერსიტეტში. სასიხარულოა, რომ ბევრი ახალგაზრდა მკვლევარი მონაწილეობს კონფერენციაში."
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებულ კავკასიის პლატონისტთა საზოგადოებაში გაწევრიანდებიან ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი პლატონისტები.
"პლატონის ფილოსოფიისადმი მიძღვნილი სპეციალიზებული საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში პირველად იმართება, რომელიც პლატონის ფილოსოფიას, მისი ფილოსოფიის ინტერდისციპლინურ საკითხებს ეძღვნება. კონფერენცია არის ძალინ მასშტაბური, რადგან მასში მონაწილოებს 60-ზე მეტი საყოველთაოდ ცნობილი და ახალგაზრდა მეცნიერი 20-ზე მეტი ქვეყნიდან. ასეთი მასშტაბის კონფერენცია ჰუმანიტარულ მეცნიერებებში საქართველოში არასოდეს ჩატარებულა. ჩამოსული არიან პლატონისტთა საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებლები, მოქმედი და მომავალი პრეზიდენტები. კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს სტუდენტური სექციაც,"- განაცხადა თსუ ასოცირებულმა პროფესორმა ირინე დარჩიამ.
"ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენციაა ბევრი მიზეზის გამო. თსუ არის არა მხოლოდ გამოყენებითი მეცნიერებების წინა ხაზი, არამედ ლიდერია ჰუმანიტარულ მეცნიერებებშიც. კონფერენციის მონაწილეთა რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა. ვამაყობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიანობით და მიღწევებით,"- აღნიშნა საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისმა.
"კონფერენციაზე წარმოვადგენ მოხსენებას პლატონის ქართულ ენაზე თარგმნის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თავი მოიყარა პლატონის ყველა ცოცხალმა და ცნობილმა მკვლევარმა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციისა და აზრების გაცვლას, სიახლეებზე საუბარს,"- აღნიშნა მკვლევარმა, პლატონის მთარგმნელმა მაია შუხოშვილმა.
კონფერენციის ორგანიზატორია თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი. კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სამეცნიერო კონფერენცია დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავს ეძღვნება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა