logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილმა აშშ-ის და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
ლევან დავითაშვილმა აშშ-ის და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
14:05 28.05.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს უმასპინძლა.
ჰარვარდის, ტუფტის ფლეტჩერის და ჰუმბოლტის უნივერსიტეტის დიპლომატიის, პოლიტიკის მეცნიერებებისა და სამართლის სკოლის კურსდამთავრებულები საქართველოს პროგრამის „აზიის ლიდერთა ცენტრი“ ფარგლებში ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანი საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის როლის, გეოპოლიტიკური და აგრარული პოტენციალის გაცნობა იყო.
დელეგაციის 18 წევრი 11 ქვეყნის (აშშ, სამხრეთ კორეა, ისრაელი, პოლონეთი, იაპონია, ბანგლადეში, თურქეთი, ავსტრალია, მალაიზია) წარმომადგენელი იყო.
კურსდამთავრებულთა შორის იყვნენ წარმატებული ქართველები, ფლეტჩერის დიპლომატიის და სამართლის სკოლის მაგისტრი ზვიად აძინბაია და ჰუმბოლტის უნივერსიტეტის (გერმანია) მაგისტრი ანა კიკნაძე.
სტუმრებმა ქალაქები სიღნაღი და თელავი დაათვალიერეს, კომპანიას „შატო ზეგაანი“ ესტუმრნენ და, მინისტრთან ერთად, ღვინის დეგუსტაციაში მიიღეს მონაწილეობა.
ლევან დავითაშვილმა სტუმრებს ღვინის დაყენების ქართული ტრადიცია გააცნო და საქართველოში აგრარული დარგის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა.
„აღფრთოვანებული ვარ თქვენი ქვეყნის ისტორიით, სტუმარ-მასპინძლობის წესით და მეღვინეობის ტრადიციით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ჩვენ არაერთ ქვეყენაში ვიყავით, მაგრამ ასე თბილად და მეგობრულად, როგორც თქვენ მიგვიღეთ, არსად უმასპინძლიათ. საოცრად შთამბეჭდავია თქვენი ქვეყნის და ქართული ღვინის ისტორია. ვაპირებ წიგნი გამოვცე ამ მოგზაურობის შესახებ და აქვე შემიძლია გითხრათ, რომ აღნიშნულ კრებულში საქართველოს და ქართულ ღვინოს მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა. ჩვენ თქვენი ქვეყნის ელჩები ვიქნებით ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ჯგუფის ლიდერმა, „აზიის ლიდერთა ცენტრის“ პრეზიდენტმა სამუელ კიიმ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა