თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდა.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ფონიჭალის ქვესადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი 10:00-დან 18:00 საათამდე რუსთავის გზატკეცილზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მაღალ სართულებს არ მიეწოდება.
ჭყონდიდელის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით კი, 16:00 საათამდე წყლის მიწოდება ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, თორნიკე ერისთავის, ზვარეთის, იფნევის, ახალდაბის, გოგაშენის, ბჟოლიეთის, კვერნაულის, ზესტაფონის, ბეჟანიშვილის, წიწამურის, მანჯგალაძის, მახინჯაურის, ცისარტყელას, რკინიგზის და მათ მიმდებარე ქუჩებს აქვს შეწყვეტილი.
წყალი ასევე, არ მიეწოდება გურამიშვილის გამზირს სანზონამდე.
საცხოვრებელ კორპუსებში მობინადრეთა გამრიცხველიანების გამო, ისანი-სამგორის რაიონში ვარკეთილის ზემო პლატოს მე-14, მე-16 და 49-ე კორპუსებს შეუწყდა.
აღნიშნულ აბონენტებს წყალმომარაგება 20:00 საათზე აღუდგება.

















