logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისში, თელავსა და ფოთში წარმოადგინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისში, თელავსა და ფოთში წარმოადგინა
13:10 26.05.2018
"ყველას ვულოცავ დღევანდელი დღეს, 100 წლის იუბილეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარესებიდან. ჩვენთვის ძალიან საამაყო დღეა. 26 მაისი არის იმ რესპუბლიკის დაარსების დღე, რომელიც დაფუძნებული იყო მოწინავე ჰუმანურ იდეებზე, ევროპულ ღირებულბებზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ისტორიულად ამ ღირებულებების მატარებელი ქვეყანა ვართ.

დღეს საქართველო ყველაზე ახლოსაა იმ ღირებულებებთან და მიზნებთან რომელიც 100 წლის წინ, 1918 წელს ჩვენი ქვეყნის დამფუძნებელ კრებას ჰქონდა.

რაც შეეხება ჩვენი სამინისტროს წარმოდგენილ სტენდებს. მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს, როგორც აგროსასურსათო პროდუქციის, ისე იმ ფლორის სახეობების, რომელიც საქარათველოშია, ის სიმდიდრე, ბიომრავალფეროვნება, რომელიც გვაქვს ვაჩვენოთ, როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ისე ქალაქის სტუმრებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდთან.

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის იუბილეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღონისძიებებით თბილისში, თელავსა და ფოთში აღნიშნავს.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მეოცე საუკუნის დასაწყისში „მუშტაიდის პარკში“ არსებული ბაზრობა გაცოცხლდა, სადაც თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა.

თბილისის ცენტრალურ გამზირზე წარმოდგენილი იყო „ლაღიძის კაფე“, სადაც დამთვალიერებელს ძველი თბილისის საფოსტო მარკების და სუვენირების კუთხის დათვალიერების შესაძლებლობა ქონდა.

სამინისტროს სტენდზე წარმოდგენილი იყო სახელმწიფო პროექტების ფარგლებში დაფინანსებული აგრარული მიმართულების საწარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქცია - თაფლი და თაფლის პროდუქტები, ღვინო და ყველის ნაირსახეობა, ჩაი, დეკას ჩაი, ჩურჩხელა, ბადაგი, თხილი, სუბლიმირებული ხილი, ხილის ჩირი, მოცვი, სხვადასხვა სახის კომპოტი და წვენი, ჯემებისა და მურაბების ნაირსახეობა.

სპეციალურად ამ დღისთვის, რუსთაველის გამზირზე ეროვნულმა საშენმა მეურნეობამ მწვანე კუთხე მოაწყო, სადაც ენდემური და „წითელი ნუსხის“ სახეობები იყო წარმოდგენილი.

თელავში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ღვინის ფესტივალი გაიმართა,ხოლო ქალაქ ფოთში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ საქართველოს დაცული ტერიტორიების ვირტუალური რეალობის სივრცე მოეწყო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა