ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს სტუდენტური კონფერენცია - „საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე გამოწვევები“ გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, სტუდენტების მიერ დამუშავებული ნაშრომები ჰუმანიტარულ ინტერვენციასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტებისგან შედგება.
მათი ინფორმაციით, ნაშრომები მორალისა და სამართლის, ასევე, real-politic-ისა და სამართლის ურთიერთქმედებას, ჰუმანიტარული ინტერვენციის დაკანონებისას, ომის დანაშაულებს და ჟენევის კონვენციების დარღვევის ფაქტებს ავღანეთის ომის დროს, უნივერსალურ იურისდიქციას გენოციდზე მოიცავს.
საუკეთესო სტუდენტური ნაშრომები საერთაშორისო სამართლის ჟურნალში დაიბეჭდება.
კონფერენციას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი მასპინძლობს.

















