logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რაბათის ციხეში დღეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღინიშნება
რაბათის ციხეში დღეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღინიშნება
10:37 26.05.2018
საქართველოს საგარეო სამინისტროს ეგიდით, სამცხე-ჯავახეთში, რაბათის ციხეში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისა და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ჩატარდება.

რაბათის ციხის კომპლექსის ტერიტორიაზე შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი შარვაშიძე, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მნიშვნელობასა და მისი არსებობის პერიოდში განხორციელებულ მიღწევებზე ისაუბრებს. იგი ასევე ყურადღებას გამახილებს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნისმიერ მიღწეულ პროგრესზე.

მისასალმებელი სიტყვით ასევე წარსდგებიან სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი, კახა სამხარაძე; ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, მეუფე თეოდორე; ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარიდეპუტატი, გიორგი კოპაძე; ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა მელიქიძე.

მისასალმებელი სიტყვების დასრულებისას გაიმართება ფლეშმობი, გაიშლება საქართველოს დროშა, შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და საზეიმოდ აინთება 100 წლის საიუბილეო ინსტალაცია.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები. მათ შორის, ჩატარდება ველოტური, საბავშვო წარმოდგენები, შეჯიბრები,გამოფენები, რეგიონისა და ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტები. დაჯილდოვდებიან შეჯიბრში გამარჯვებულები და მერის სტიპენდიანტები. ტერიტორიაზე გაიმართება ძველი ბაზარი, სადაც ადგილობრივები გაყიდიან სხვადასხვა ნაწარმს. აღმართული იქნება ისტორიული დოკუმენტების ამსახველი შემეცნებითი-საინფორმაციო გამოფენა-სტენდი.
ბავშვებისთვის გაიმართება ანიმაციური ფილმების ჩვენება და თოჯინების თეატრი.

შეიქმნება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების იმიტაცია, სადაც ბავშვებს ადგილზე აღებული პასპორტებით შეეძლებათ მოგზაურობა. ამავე ტერიტორიაზე, ანიმატორები მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებით გაართობენ ბავშვებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა