ბათუმში, ბონის დასახლებაში 58 წლის ქალბატონს მატარებელი დაეჯახა, რომელიც ლიანდაგის ხაზის გადაკვეთას ცდილობდა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების განცხადებით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.
დაზარალებულს მრავლობითი მოტეხილობა და შინაგანი ორგანოების დაზიანება აღენიშნება.

















