logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს თბილისში, თელავსა და ფოთში წარმოადგენს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს თბილისში, თელავსა და ფოთში წარმოადგენს
16:50 25.05.2018
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ თბილისში, თელავსა და ფოთში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
• თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მეოცე საუკუნის დასაწყისში „მუშტაიდის პარკში“ არსებული ბაზრობა გაცოცხლდება, სადაც თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართება.
თბილისის ცენტრალურ გამზირზე წარმოდგენილი იქნება „ლაღიძის კაფე“, სადაც დამთვალიერებელს ძველი თბილისის საფოსტო მარკების და სუვენირების კუთხის დათვალიერების შესაძლებლობა ექნება.
სამინისტროს სტენდზე წარმოდგენილი იქნება სახელმწიფო პროექტების ფარგლებში დაფინანსებული აგრარული მიმართულების საწარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქცია - თაფლი და თაფლის პროდუქტები, ღვინო და ყველის ნაირსახეობა, ჩაი, დეკას ჩაი, ჩურჩხელა, ბადაგი, თხილი, სუბლიმირებული ხილი, ხილის ჩირი, მოცვი, სხვადასხვა სახის კომპოტი და წვენი, ჯემებისა და მურაბების ნაირსახეობა.
სპეციალურად ამ დღისთვის, რუსთაველის გამზირზე ეროვნული საშენი მეურნეობა მწვანე კუთხეს მოაწყობს, სადაც ენდემური და „წითელი ნუსხის“ სახეობები იქნება წარმოდგენილი.
• თელავში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ღვინის ფესტივალი გაიმართება.
ღვინის მწარმოებელი კომპანიები საკუთარ პროდუქციას შესთავაზებენ ღონისძიების სტუმრებს; ცნობილი მეღვინეები და სომელიეები ღვინის წარმოების ისტორიის შესახებ ლექციებს წაიკითხავენ და სტუმრებს ღვინის დაგემოვნების წესებს ასწავლიან. ნაჩვენები იქნება 100 წლიანი ისტორიის შესახებ დოკუმენტური ფილმი.

• ქალაქ ფოთში, დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ საქართველოს დაცული ტერიტორიების ვირტუალური რეალობის სივრცე მოეწყობა.
აღნიშნულ სივრცეში შესაძლებელი იქმნება ალგეთის (ბირთვისი), ვაშლოვანის, მაჭახელას, ოკაცეს კანიონის, კოლხეთის (პალიასტომი) მარტვილის კანიონისა და მტირალას დათვალიერება.
სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილ ღია კინოთეატრში ბავშვებისთვის ქართული ანიმაციური ფილმები იქნება ნაჩვენები. ფოთში იგეგმება ასევე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნის ისტორიული დერეფნის მოწყობა.












FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა