logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თიბისი ბანკი ბათუმსა და ქუთაისში გამოფენას - „100 წელი საქართველოს I დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან“ უმასპინძლებს
თიბისი ბანკი ბათუმსა და ქუთაისში გამოფენას - „100 წელი საქართველოს I დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან“ უმასპინძლებს
14:32 25.05.2018
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად თიბისი ბანკის ბათუმისა და ქუთაისის გალერეები დღეს გამოფენას - „100 წელი საქართველოს I დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან“ უმასპინძლებენ.

ბანკის ორ საგამოფენო სივრცეში ჟურნალ „ინდიგოს“ მიერ შეგროვებული 1918-2018 წლების, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ფაქტების ამსახველი ფოტოები იქნება წარმოდგენილი.

ჟურნალმა „ინდიგო“ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 100 ფოტო შეაგროვა, ქართულ-ინგლისური აღწერილობები დაურთო და ერთ გამოცემაში - „100 წელი - 100 ფოტო“ გააერთიანა. პუბლიკაციაში დაბეჭდილია საქართველოს ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კერძო არქივებში მოპოვებული ფოტომასალა. კატალოგში ასევე გამოყენებულია გურამ წიბახაშვილის, გოგა ჩანადირის, ლევან ხერხეულიძის, დარო სულაკაურის, დათო როსტომაშვილის, მარიკა ქოჩიაშვილის, ირაკლი გედენიძის, ბესო გულაშვილის, გიორგი გოგუას, ლევან ვერძეულის, თაკო რობაქიძის, ლაშა ცერცვაძისა და გლებ გარანიჩის ფოტოები. გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები სწორედ აღნიშნული კატალოგიდან შეირჩა.



ფოტოებით მოყოლილი ისტორიული ციკლი 1918 წლის 26 მაისით იწყება, როდესაც ეროვნულმა საბჭომ ერთხმად მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და დროებითი მთავრობის პირველ თავმჯდომარედ ნოე რამიშვილი დასახელდა და საქართველოსთვის ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის საპატიო სტუმრის სტატუსის მინიჭებით სრულდება.



გამოფენების პარალელურად, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად აღნიშნული ფილიალების შენობებზე საქართველოს დროშა გადმოიფინა.



ექსპოზიციის დათვალიერება მსურველებს 26 მაისს, 15:00-დან 18:00 საათამდე შეეძლებათ.


მისამართი: ქუთაისი, აღმაშენებლის მოედანი 2/ ბათუმი, ზუბალაშვილის 37.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა