logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისში მდებარე ისტორიულ შენობებზე ხელნაკეთი კერამიკული აბრები განთავსდა
თბილისში მდებარე ისტორიულ შენობებზე ხელნაკეთი კერამიკული აბრები განთავსდა
14:22 25.05.2018
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, თბილისში მდებარე ისტორიულ შენობებზე ხელნაკეთი კერამიკული აბრები განთავსდა. ხელნაკეთი აბრები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილესთან, სოფიო ხუნწარიასთან ერთად დაათვალიერა.

აბრები ინგოროყვას N1 და N8-ში, 9 აპრილის ქუჩის N3/5-სა და ალექსანდრე პუშკინის N3 -ში არსებულ ისტორიულ შენობებზე განთავსდა.

„საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ ოთხ ისტორიულ შენობაზე საინფორმაციო აბრები განათავსა, სადაც აღნიშნულია, თუ სად იყო განთავსებული იმ პერიოდში მნიშვნელოვანი სახელმწიფო დაწესებულებები. ეს არის ქართული თიხისგან დამზადებული კერამიკული ფილები, რომელიც ვფიქრობ, მიმზიდველი იქნება, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს არის საპილოტე პროექტი, რომლის პირველ ეტაპზე, აბრა ოთხ შენობაზე განთავსდა. შემდეგ ეტაპზე კი, ისტორიულ უბნებში, ყველა პირველ ნომერზე იქნება აბრეშუმის გზის სიმბოლიკებით აღნიშნული ისტორიული აბრა, სადაც ქუჩის პირველად სახელთან ერთად, მისი ისტორია იქნება მოთხრობილი“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

საინფორმაციო აბრები ძველ თბილისში იმ სახლებზე განთავსდა, რომლებიც საკუთარი ისტორიით საქართველოს პირველ რესპუბლიკასთანაა დაკავშირებული. ეს ის ისტორიული შენობებია, სადაც 1918-1921 წლებში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მნიშვნელოვანი სახელმწიფო დაწესებულებები იყო განთავსებული, ან მათში იმ პერიოდის თვალსაჩინო სახელმწიფო, საზოგადო თუ კულტურის მოღვაწეები ცხოვრობდნენ, ან მოღვაწეობდნენ.

ქართული თიხისგან დამზადებულ ხელნაკეთ კერამიკულ აბრებზე დატანილი ინფორმაცია კონკრეტული შენობის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს ასახავს და ის ხანგრძლივი სამეცნიერო, საარქივო თუ სხვა კვლევების შედეგად, შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციის გზით არის შექმნილი.

ახალი ტექნოლოგიით დამზადებული დეკორატიული აბრები თანამედროვეობისა და ისტორიის ერთგვარი სინთეზია, რომელიც სხვადასხვა დარგის სპეციალისტების, მათ შორის, ისტორიკოსებისა და ხელოვანების წარმატებული თანამშრომლობის შესანიშნავი ნიმუშია.

მომავალში, მსგავსი აბრებით ისტორიული ქუჩების ყველა პირველი ნომრის აღნიშვნა იგეგმება, რომლის იდეაც „თბილისის ჰამქრის“ წარმომადგენელს, ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილს გაუჩნდა, ხოლო პროექტი თბილისის მერიის ხელშეწყობით სახელოსნომ - CERRAMIC ROOM განახორციელა, რომელიც ნინო დანელიამ და ქეთევან ჭიჭივეიშვილმა, სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ დააფუძნეს.

ინგოროყვას ქუჩაზე თბილისის მერთან ერთად, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი იმყოფებოდნენ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა