logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თელავში დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართება
თელავში დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართება
14:19 25.05.2018
საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის საიუბილეო თარიღის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი თელავი იქნება.

ღონისძიებები თელავის ცენტრალურ მოედანზე 26 მაისს 12.00 საათზე დაიწყება, სადაც წარმოდგენილი იქნება სამხედრო ტექნიკა. აქვე გაიმართება ხელნაკეთი აქსესუარებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, მოეწყობა ქართული ღვინის მოედანი, სადაც დღის განმავლობაში გაგრძელდება ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, თელავის ცენტრში ღვინის ფესტივალიც გაიმართება, სადაც კომპანიები საკუთარ პროდუქციას ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს დააგემოვნებინებენ. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ღვინისა და ვაზის კულტურის ისტორიასა და ტრადიციებთან დაკავშირებული ვიზუალური მასალა, სხვადასხვა თემატური ფოტოსტენდი, გაიმართება ქართული ვაზის ჯიშების თეატრალიზებული წარმოდგენა, შემეცნებითი ლექცია და სამეცნიერო დოკუმენტურის ფილმის „საქართველოს ღვინის აკვანი“ ჩვენება.

ბავშვებისთვის დაგეგმილია გასართობი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გაიმართება მხიარული სტარტები, სპორტული და მუსიკალური შეჯიბრებები.

მთელი დღის მანძილზე გაიმართება კონცერტები, რომლებშიც მონაწილეობას ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად, მიიღებენ თელავთან დამეგობრებული სხვადასხვა ქალაქის ფოლკლორული ანსამბლები.
ღონისძიება საღამოს გალა-კონცერტითა და გრანდიოზული „ფოერვერკით“ დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ანსამბლები „ქართული ხმები“, „ქუჩის ბიჭები“, „ფრანი“ და მომღერალი ნინი ქარსელაძე მიიღებენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა