კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო დღეს, 25 მაისს
დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კერძოდ, შეზღუდვა შეეხება:
საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, გურამიშვილის და ავშნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორეს მოედნის, ანტონ კათალიკოსის, ივერიის, ყავლაშვილის, კოტე აფხაზის და ვახტანგ ბერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

















