ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ნოე ჟორდანიას
ინსტიტუტი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისა და ნოე ჟორდანიას დაბადებიდან 150 წლის იუბილეებთან დაკავშირებით დღეს ალბომის - „ნოე ჟორდანია 150“ პრეზენტაციას გამართავს.
ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე, ნოე ჟორდანაის შვილი რეჯებ ჟორდანია, შვილიშვილები ქრისტინე ფაღავა-ბულეზი, ირენ ციციშვილი და ეკატერინე ციციშვილი-მარშიე, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, უნივერისტეტის პროფესორები და სტუდენტები დაესწრებიან.
ალბომში თავმოყრილია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ქართული სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებლისა და ლიდერის ნოე ჟორდანიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები, დოკუმენტები და წერილები. ქართულ-ინგლისურ-ფრანგულ-გერმანული ალბომი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომზადდა და ნოე ჟორდანიას ინსტიტუტის მხარდაჭერით დაისტამბა.

















