logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: ბიზნესასოციაციის წევრები მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ სხვადასხვა ლოკაციებზე გამწვანების სამუშაოებში მონაწილეობა მიიღონ
კახა კალაძე: ბიზნესასოციაციის წევრები მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ სხვადასხვა ლოკაციებზე გამწვანების სამუშაოებში მონაწილეობა მიიღონ
11:17 24.05.2018
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებისა და გამწვანების სამუშაოებში ჩაერთონ.

ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე გამწვანების სამუშაოებისთვის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს, "ეკოსერვის ჯგუფსა" და ფონდ "ქართუს" მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

"თბილისის მერია ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ და ამ მიმართულებით, კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ. გუშინ ვიმყოფებოდით რუსთაველის გამზირზე, სადაც გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. ბიზნესის ჩართულობა გამწვანების სამუშაოებში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თანხმობა და ინიციატივები ამ მიმართულებით არსებობს, რასაც მივესალმებით. მქონდა საუბარი ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან, რომლებმაც გამოთქვეს მზადყოფნა, რომ სხვადასხვა ლოკაციებზე, სკვერებში, პარკებში გამწვანების სამუშაოებში მონაწილეობა მიიღონ, დაგვეხმარონ ფინანსურად, დაგვეხმარონ მწვანე ნერგებით", - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რამდენიმე დღეში რუსთაველის გამზირზე არსებულ თარგებში, 3975 კვადრატულ მეტრ ფართობზე, 550-მდე სხვადასხვა სახეობის ფორმირებული ბუჩქი დაირგვება და 1000 კვადრატულ მეტრზე ბალახი გამოიცვლება. ასევე, მოწესრიგდება სარწყავი სისტემა.

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, გამწვანების სამუშაოების გარდა, მნიშვნელოვანია, ნარგავების მოვლა-პატრონობა და ამ მიმართულებით, თბილისის ტერიტორიაზე ხე-მცენარეების მოვლის სტანდარტული აგროტექნიკური ღონისძიებების გეგმა შემუშავდა.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზაა ნარგავების მოვლა-პატრონობაა. აქამდე ეს ერთიანი სახელმძღვანელო პრინციპების დაცვით არ ხდებოდა. ამიტომ, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სფეროს სპეციალისტებთან ერთად, თბილისის ტერიტორიაზე ხე-მცენარეების მოვლის სტანდარტული აგროტექნიკური ღონისძიებების გეგმა შეიმუშავა. აღნიშნული გეგმა ხე-მცენარეების სხვადასხვა ჯგუფებისთვის ცალ-ცალკე განსაზღვრავს მოვლა-პატრონობის ღონისძიებების ტიპს, მათ ჯერადობას, განხორციელების პერიოდსა და ვადებს. მომავალში, სწორედ მასზე დაყრდნობით განხორციელდება მოვლა-პატრონობის ღონისძიებები დედაქალაქის მწვანე ინფრასტრუქტურისა და არეალებისთვის", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს - "ავსტრიის განვითარების თანამშრომლობას", რომლებიც დედაქალაქის მერიის თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებით, გადამზადებაში დაეხმარნენ.

"ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო "გარდენიას" - ზურაბ შევარდნაძეს. მარჯანიშვილის მოედანზე არსებული კუნძული სწორედ მისი დახმარებით გამწვანდა. ძალიან მიხარია, რომ ადამიანები გამოთქვამენ სურვილს, ჩვენთან ერთად მონაწილეობა მიიღონ ქალაქის გამწვანებაში, არსებულ ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაში. მიხარია, რომ ერთად ვზრუნავთ ჩვენს დედაქალაქზე და მწვანე სივრცეების შექმნაზე", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა