logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძემ  მთავრობის სხდომაზე ავტობუსების მარშრუტებში ცვლილების პროექტი წარადგინა
კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ავტობუსების მარშრუტებში ცვლილების პროექტი წარადგინა
11:15 24.05.2018
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ავტობუსების მარშრუტებში ცვლილების პროექტი წარადგინა.

მისი განაცხადებით, დედაქალაქში არის ქუჩები, სადაც ავტობუსები საერთოდ არ მოძრაობენ, ან ხშირ შემთხვევაში, მოცდის ინტერვალი ძალიან დიდია.

თბილისის მერის თქმით, ავტობუსების მარშრუტებში ცვლილებებით, აღნიშნული პრობლემა ნაწილობრივ გადაიჭრება, ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ კი, საბოლოოდ მოგვარდება.

"სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ჩვენ კარგად გვესმის არსებული მდგომარეობა, პრობლემები, გამოწვევები. კარგად გვაქვს გააზრებული და ვიცით თითოეული ჩვენი ნაბიჯი, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არსებული მდგომარეობა შეიცვალოს. შესაბამისად, გვაქვს კონკრეტული პროექტები, რომელიც უნდა განხორციელდეს. დღეს განვიხილავთ ავტობუსების მარშრუტებში ცვლილებების შეტანის პროექტს. გვაქვს კონკრეტული რაიონები, ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემაა. არის ქუჩები, სადაც საერთოდ არ მოძრაობს ავტობუსები, ან ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდია მოცდის ინტერვალი. როდესაც ახალ ავტობუსებს შემოვიყვანთ და პარკი შეიცვლება, ეს პრობლემა მთელი ქალაქის მასშტაბით მოგვარდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მერის მოადგილეს, მაია ბითაძეს ავტობუსების მარშრუტების ცვლილებასთან დაკავშირებით, საზოგადოების ინფორმირება დაავალა. კახა კალაძის თქმით, აღნიშნული ცვლილებებისთვის დამატებით ოთხი მილიონი ლარი გამოიყოფა.

ცვლილებების თანახმად, ამოქმედდება შვიდი ახალი მარშრუტი, შეიცვლება ხუთი მარშრუტი, 13 მარშრუტს დაემატება ავტობუსები, ხოლო სამ მარშრუტზე საშუალო ტევადობის ავტობუსები დიდი ტევადობის ავტობუსებით ჩანაცვლდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა