logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რუსთაველის თეატრში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“  საიუბილეო კონცერტი გაიმართა
რუსთაველის თეატრში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ საიუბილეო კონცერტი გაიმართა
11:02 24.05.2018

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისა და "აფხაზეთის დღესთან"

დაკავშირებით შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "აფხაზეთი"-ს, საანგარიშო-საიუბილეო კონცერტი გაიმართა. 2018 წელს ანსამბლ "აფხაზეთს" დაარსებიდან 40 წელი შეუსრულდა.
რუსთაველის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას მიესალმნენ და ანსამბლს იუბილე მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ. აფხაზეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ანსამბლის წევრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადაეცათ, ხოლო მიხეილ გიორგაძემ ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელ ლევან ღვინჯილიას ხელოვნების ქურუმის ჯილდო გადასცა.
ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ანსამბლის შექმნის ისტორიის ამსახველი დოკუმენტური ფილმი. საიუბილეო კონცერტზე ანსამბლი "აფხაზეთი" მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამით წარსდგა.
სხვადასხვა ნომინაციაში საპატიო ჯილდოები გადაეცათ ანსამბლის ყოფილ და მოქმედ წევრებს. ქართული ხალხური ცეკვის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ანსამბლის ვეტერანი წევრები საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარის ორდენით დაჯილდოვდნენ. აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის ყოფილი მთავარი ქორეოგრაფი, ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე თეიმურაზ დარჯანია და აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის ქორეოგრაფი, ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე სერგო გეგეჭკორი საქართველოს ქორეოგრაფიის "ბრწყინვალების ორდენით" დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა