logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თსუ-ში  გამოფენა - ,,ქართული უნიკა’’ გაიხსნა
თსუ-ში გამოფენა - ,,ქართული უნიკა’’ გაიხსნა
10:23 24.05.2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა - ,,ქართული უნიკა"" გაიხსნა.
გამოფენა წარმოადგენს ქართული ბონისტიკური და ფილატელისტური ძეგლების უნიკალურ ექსპოზიციას, ისტორიული და კულტურული არტეფაქტების კოლექციას, რომელშიც თავმოყრილია საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში გამოშვებული ქაღალდის ფულადი ნიშნების, ბანკნოტების და მარკების ყველა ნომინალი, მათი ცნობილი სახესხვაობები, მათ შორის, რარიტეტული ნიმუშები.
ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, კოლექციონერი, თსუ კურსდამთავრებული მიხეილ გოგოტიშვილი, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
"გამოფენაზე წარმოდგენილი ბონებისა და მარკების ავტორები იმხანად ცნობილი მხატვრები იყვნენ; მათ შორის გამოფენილია დიმიტრი შევარდნაძის ნამუშევრები. ვფიქრობ, ეს ღონისძიება მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს იმ ღონისძიებებს შორის, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ჩვენს უნივერსიტეტში მიმდინარეობს," - აღნიშნა ალექსანდრე ცისკარიძემ.
კოლექციონერმა მიხეილ გოგოტიშვილმა გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპოზიციის ნაწილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა. "ქართული ქაღალდის ფულის ისტორიისა და თეორიის შესწავლის საქმეში თბილისის უნივერსიტეტისა და მისი დამფუძნებლის ივანე ჯავახიშვილის ძალიან დიდი ღვაწლია. ჩვენი დიდი სურვილია, რომ გამოფენის დასრულების შემდეგ ამ ექსპოზიციის ნაწილი გადაეცეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და მის ბიბლიოთეკას," - აღნიშნა კოლექციონერმა.
თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, 1918-1921 წლის მარკები და ქაღალდის ფულადი ნიშნები ასე სრულყოფილად ჯერ არსად ყოფილა გამოფენილი. "ამ ექსპოზიციით დამთვალიერებელი დარწმუნდება, რა ძლიერი, პერსპექტიული, ევროპული ფასეულობების მქონე და კულტურულად დახვეწილი სახელმწიფო ყოფილა ჩვენი საქართველო იმ არასრული სამი წლის განმავლობაში," - აღნიშნა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა.
ექსპოზიცია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების, ტფილისის უნივერსიტეტის დაარსების და პირველი ქართული ქაღალდის ფულისა და მარკების გამოშვების საუკუნოვან იუბილეს მიეძღვნა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა