logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისის მერი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე გამწვანების სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე გამწვანების სამუშაოებს გაეცნო
10:21 24.05.2018
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური და შპს "ეკოსერვის ჯგუფი" გამწვანების სამუშაოებს განაგრძობს. საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე არსებულ თარგებში, 3975 კვადრატულ მეტრ ფართობზე, 800-მდე სხვადასხვა სახეობის ფორმირებული ბუჩქი დაირგო.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. მისი განცხადებით, გამწვანების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში დედაქალაქის ყველა რაიონში ჩატარდება.

"რუსთაველის გამზირზე გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე, ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები. გამწვანების სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით, აქტიურ რეჟიმში, ეტაპობრივად ხორციელდება. დავიწყეთ რუსთაველის გამზირით, შემდეგ გადავალთ სხვა ქუჩებზე და ყველა რაიონს მოვიცავთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ფონდ "ქართუს", ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ მათ თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და რუსთაველის გამზირის გამწვანებისთვის ხე-მცენარეები ქალაქს საჩუქრად გადასცეს. ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას განვაგრძობთ და მომავალში, პარკებისა და სკვერების გამწვანებას ბიზნესის ჩართულობით ვაპირებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა კახა კალაძემ.

სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად, რუსთაველის გამზირის გასამწვანებლად სხვადასხვა მცენარეები, მათ შორის, ფოტინია, წყავი, წვრილფოთოლა ბზა, მარადმწვანე ბზა, ზეთისხილი, ევროპული ჭყორი, უთხოვარი, ლეილანდის კუპრესოციპარისი, კოწახური და ღვია შეირჩა.

კომპანია "მაგთის" შენობის წინ მდებარე თარგში ოთხი ძირი ჭადარი, პარლამენტის შენობის წინ არსებულ სხვა თარგებში 12 ძირი ჩვეულებრივი უთხოვარი, 22 ძირი წვრილფოთოლა ბზა და ცხრა ძირი ფოტინია დაირგო. გამწვანების სამუშაოები რუსთაველის გამზირზე 26 მაისამდე დასრულდება.

დედაქალაქის ცენტრალური გამზირის მოწესრიგება და გამწვანება უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე გაისხლა ხეები და მოწესრიგდა მწვანე თარგები, გამოიცვალა 1500 კვადრატული მეტრი მწვანე საფარი, მოეწყო სარწყავი სისტემები, დაირგო 11 000 ძირზე მეტი დეკორატიული და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ასევე, შეკეთდა შადრევნები.

კახა კალაძესთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილეები მაია ბითაძე და ირაკლი ბენდელიანი, ასევე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი იმყოფებოდნენ.













FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა