logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის“ „მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღებას აპროტესტებს
„სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის“ „მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღებას აპროტესტებს
18:14 16.07.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის“ პროკურატურის მხრიდან ტელეკომპანია  „მაესტროს“ მიმართ განხორციელებულ ქმედებებს აპროტესტებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს და ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას მედიის შევიწროების ფაქტებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ტელეკომპანია „მაესტრომ“, როგორც მედიასფეროში მომუშავე ბიზნეს სუბიექტმა, საკუთარი ინიციატივითა და რისკების გათვალისწინებით, გადაწყვიტა პიარ-კამპანიის „მაესტრო ყველა ოჯახში" ჩატარება, რომლის მიზანი აუდიტორიის რიცხოვნული და გეოგრაფიული ზრდა იყო.
„მიუხედავად იმისა, რომ „მაესტროს“ აღნიშნული კამპანია მიმართული იყო იმისკენ, რომ ბიზნეს-სუბიექტს კიდევ უფრო განემტკიცებინა მედია-ბაზარზე საკუთარი პოზიციები, რაც ნებისმიერი საწარმოსთვის ბუნებრივი და ლოგიკურია, მთავარმა პროკურატურამ სრულიად უსაფუძვლოდ და ტენდენციურად აღნიშნული ქმედება შეაფასა, როგორც „სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტი“, რასაც „მაესტროს“ ტექნიკური საშუალებების დაყადაღების შესახებ სასამართლოს ოპერატიული გადაწყვეტილება მოჰყვა“ - აცხადებენ ორგანიზაციაში და აღნიშნავენ, რომ პროკურატურამ კიდევ ერთხელ, სრულიად ცინიკურად, უკანონო ქმედების საფუძვლად „წინაასარჩევნო პროცესების დაცვა შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისგან, პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა“ დაასახელა.
„სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის“ აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედებით პროკურატურამ და სასამართლომ ერთის მხრივ, ტელეკომპანია „მაესტროს“, როგორც მედია-სუბიექტის თავისუფლება შეზღუდეს, ხოლო მეორეს მხრივ, შეიზღუდა ეროვნული და საერთაშორისო სამართლით განმტკიცებული „ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლება“.
„მოვუწოდებთ ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას ერთობლივი, კონსოლიდირებული ძალებით წინ აღუდგეთ თავისუფალი მედიის შევიწროების ფაქტებსა და ყოველმხრივ შევუწყოთ ხელი თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებას“- აცხადებენ ორგანიზაციაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტური ანტენები 11 ივლისს დააყადაღა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა