logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
FAO-მ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხოველთა იდენტიფიკაციის სისტემის საპილოტე პროგრამა დაიწყეს
FAO-მ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხოველთა იდენტიფიკაციის სისტემის საპილოტე პროგრამა დაიწყეს
13:07 22.05.2018
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის რეგიონში ცხოველთა იდენტიფიკაციის სისტემის (NAITS) საპილოტე პროგრამა დაიწყეს. ამასთან დაკავშირებით, სააგენტოსა და FAO-ს წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონის ვეტერინარებს ვეტერინარული ფორმების ჩასანაცვლებელი პორტატული ტაბლეტები და მათი გამოყენების პირობები გააცნეს.
საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ვეტერინარებს საშუალება ექნებათ, ცხოველისა და მისი მომვლელის შესახებ ინფორმაცია განახლებულ ბაზაში ელექტრონული პორტატული კომპიუტერებით შეიყვანონ.
FAO-ს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი მუშაობის შედეგად, თავდაპირველად შეირჩა კახეთის რეგიონის სამი მუნიციპალიტეტი. სისტემის წარმატებით გამოცდის შემთხვევაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული ქაღალდის ვეტერინარული ფორმები პორტატული ტაბლეტებით ჩანაცვლდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ინფორმაციის მიკვლევადობასა და ვეტერინარული მომსახურების ხარისხს, გამარტივდება ასევე ვეტერინართა შრომა.
საპილოტე პროგრამის მიზანია, გამოიკვეთოს სისტემასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო ხარვეზი და მომდევნო ეტაპზე თავიდან იქნას აცილებული ყველა გაუმართაობა.
FAO-ს იდენტიფიკაციის პროგრამის ხელმძღვანელის მიხეილ სოხაძის განმარტებით, საპილოტე პროგრამით შესაძლებელია როგორც განახლებული სისტემის, ასევე სამუშაო პროცესის მიმდინარეობის გატესტვა.
„სისტემის გამართულობასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ გადავდივართ თვისობრივად ახალ, თანამედროვე პრინციპებზე დაფუძნებულ ფერმერთა მომსახურების სისტემაზე, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიურ გარემოს,“ - განაცხადა მიხეილ სოხაძემ.
საპილოტე პროგრამის მეორე ეტაპი შემოდგომაზეა დაგეგმილი, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება პროგრამის მთელ ქვეყანაში დანერგვა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის დანერგვა 2012 წელს დაიწყო, რომლის ახალ, გაუმჯობესებულ ეტაპზე გადასვლა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით 2016 წლიდან გახდა შესაძლებელი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა