logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„რუსთავი 2“-თან დაგეგმილ აქციაზე მხოლოდ 2 სასულიერო პირი მივიდა
„რუსთავი 2“-თან დაგეგმილ აქციაზე მხოლოდ 2 სასულიერო პირი მივიდა
17:44 16.07.2012
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობასთან დღეს დაგეგმილ რუის-ურბნისის მიტროპოლიტის, მეუფე იობისადმი სოლიდარობის აქციაზე  მხოლოდ რამდენიმე სასულიერო პირი მივიდა.

ტელეკომპანიის შენობათან სამების საკათედრო ტაძრის დიაკონმა ელიზბარ დიაკონიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის „რუსთავი 2“-თან აქციაზე მეუფე იობის მხარდასაჭერად გამოცხადდა. 

მისი თქმით, დაუსჯელობის სინდრომმა წმინდა სინოდს წელს ახალი გადაწყვეტლება მიაღებინა - დაიგმო მეუფე იობის მიბრძანება პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად მცხეთაში გამართულ აქციაზე.

მისივე განმარტებით, ეკლესია გვასწავლის, რომ მეუფე, მღვდელი და ბერი იქ უნდა იდგეს, სადაც ხალხია.

„უნდა დაინგრეს სტერეოტიპი, რომ სასულიერო პირებს საპროტესტო აქციებზე სიარული ეკრძალებათ. აქ დასაგმობი არაფერია“ - აღნიშნა სამების ტაძრის დიაკონმა.

სოლიდარობის აქციაში მონაწილეობის მისაღებად, „რუსთავი 2“-თან საგურამოს ილია მართლის მონასტრის დეკანოზი ტარიელიც მივიდა. როგორც მან აღნიშნა, ის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებებს მხარს უჭერს, თუმცა, მეუფე იობის შეხედულებებში ეჭვი არ ეპარება, რადგან, მისივე განმარტებით, მეუფის სიტყვები ქართველი ერისთვის სასარგებლო იქნება.

მიტროპოლიტ იობისადმი სოლიდარობის აქცია დღეს „რუსთავი 2“-ის შენობასთან 16:00 საათზე უნდა უნდა გამართულიყო. თუმცა, აქციის ორგანიზატორები ადგილზე არ გამოცხადებულან. აქციის გამართვა გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ რუის-ურბნისის მიტროპოლიტის მეუფე იობის შესახებ სიუჟეტმა განაპირობა. აქცია „ფეისბუქის“ მეშვეობით დაიგეგმა. სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ სიუჟეტის ავტორი თენგიზ გოგოტიშვილი მეუფე იობის შესახებ სარკაზმით საუბრობდა.

ფოტო გალერეა
ფოტო მასალის ნახვა შესაძლებელია მხოლოდ ავტორიზებული მომხმარებლისთვის
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა