პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით 22 მაისს, იუსტიციის სახლში 26 მაისის თაღის პრეზენტაცია გაიმართება.
ინსტალაციას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახსნის.
როგორც უწყებასი განმარტავენ, იუსტიციის სახლის შესასვლელთან აღმართული თაღი იმ გზის სიმბოლოა, რომელიც საქართველომ ევროპასთან დასაბრუნებლად ერთი საუკუნის განმავლობაში გაიარა. თანამედროვე ბიომეტრიული პასპორტის ასაღებად მისულ საქართველოს მოქალაქეებს სიმბოლურად იმავე გზის გავლა მოუწევთ, რაც ქვეყანამ 1918 წლიდან დღემდე განვლო.
ინსტალაციაზე დატანილია ინფორმაცია ყველა სამგზავრო დოკუმენტის შესახებ, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეები 1918 წლიდან დღემდე სარგებლობდნენ. სხვადასხვა დროს მოქმედი 6 განსხვავებული სამგზავრო დოკუმენტი მნიშვნელოვნად გამოირჩევა ერთმანეთისაგან და საქართველოს, როგორც ევროპისაკენ მიმავალი ქვეყნის ტრანსფორმაციას ასახავს.

















