აბასთუმანში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო
15:01 21.05.2018
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი კახა სამხარაძე და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია
ენდელაძე დაბა აბასთუმანში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნენ, სადაც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ტურისტული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, დაგეგმილია დაბა აბასთუმანში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე 18 სახლისა და ობსერვატორიამდე საბაგირო გზის მშენებლობა რეაბილიტაცია.