ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტების ერთობლივი ინიციატივით და ორგანიზებით, თანამშრომლებს შორის მაგიდის ჩოგბურთში ჩემპიონატი გაიმართა.
სპორტულ ღონისძიებაში სამინისტროს დეპარტამენტებიდან წარმოდგენილი გუნდები ჩაერთვნენ, რომელთა შემადგენლობაც 2-2 წარმომადგენლით (1 ქალი, 1 მამაკაცი) განისაზღვრა. შეჯიბრი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა და გუნდურ ფინალში ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტის გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
საფინალო ეტაპზე გასული მონაწილეები თავად განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საპატიო სიგელებით დააჯილდოვა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს ღონისძიება იქნება გამოწვევა ყველა საჯარო უწყებისთვის, რათა ცხოვრების ჯანსაღი წესი არა მხოლოდ მითითებებით და პროპაგანდით, არამედ პრაქტიკულად დამკვიდრდეს საჯარო სივრცეში, რაც მაგალითის მიმცემი ჩვენი საზოგადოებისთვის იქნება.

















