logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მარიამ ჯაში: საგანგებო სიტუაციებისთვის მზაობის მიმართებაში მანდატურის სამსახურის უფლებამოსილება იზრდება
მარიამ ჯაში: საგანგებო სიტუაციებისთვის მზაობის მიმართებაში მანდატურის სამსახურის უფლებამოსილება იზრდება
22:00 17.05.2018
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა პლენარულ სხდომაზე მანდატურის სისტემაში დაგეგმილი რეფორმები გააცნო კოლეგებს. მან აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა განათლებისა და მეცნიერების, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტოსთან ერთად 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და კანონპროექტის დღეს წარმოდგენილ ვერსიაში გათვალისწინებულია სამუშაო შეხვედრების დროს გამოთქმული რეკომენდაციები.

მარიამ ჯაშმა აღნიშნა რომ, მანდატურის სამსახურის რეფორმა არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ერთადერთი ცვლილება სკოლის უსაფრთხოების გაუმჯობესების თვალსაზრისით. იგეგმება მასშტაბური, კომპლექსური ღონისძიების გატარება, რომელიც მოიცავს სპორტული და სახელოვნებო განათლების გაუმჯობესებას, ახალგაზრდებისა და მშობლების უფრო აქტიურ ჩართულობას, ფსიქოლოგიური სერვისების გაძლიერებას და სხვა ღონისძიებებს.

კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით "მნიშვნელოვანი ცვლილება შედის კვალიფიკაციის მოთხოვნებთან დაკავშირებით მანდატურის სამსახურის თანამშრომლების მიმართ და უფრო თანამშრომლობით ფორმატში გადადის სკოლის ადმინისტრაციისა და მანდატურის სამსახურის პროფესიონალური ურთიერთობა’’.

მარიამ ჯაშის განცხადებით, საგანგებო სიტუაციებისთვის მზაობის მიმართებაში იზრდება მანდატურის სამსახურის უფლებამოსილება და იქნება უფრო ეფექტური. ამასთან, ბავშვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის რისკის არსებობის შემთხვევაში მანდატურს ექნება მყისიერი რეაგირების საშუალება შესაძლო რისკის ან კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვის მიზნით.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცვლილებები იქნება ძალიან ეფექტური და მნიშვნელოვან შედეგს მოგვცემს სკოლის უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით’’,– აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მისი ინფორმაციით, NDI საქართველოს მხარდაჭერით კომიტეტი ატარებს 7 რეგიონალურ შეხვედრას სკოლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და სამუშაო შეხვედრების დროს გამოთქმული დამატებითი მოსაზრებები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის პროცესში.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა