logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენება შემუშავების პროცესშია
გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენება შემუშავების პროცესშია
17:23 17.05.2018
გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შემუშავების მიზნით, სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი“ სამ დღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს (EEA) და სლოვაკეთის გარემოს სააგენტოს (SEA) ექსპერტები ხელმძღვანელობდნენ.
სამუშაო შეხვედრაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების უფლებამოსილ პირებთან ერთად, მოხსენების შემუშავების პროცესში ჩართული სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენება ოთხ წელიწადში ერთხელ მზადდება და იგი წარმოადგენს საქართველოს გარემოს მდგომარეობის შესახებ არსებული ინფორმაციის შემაჯამებელ დოკუმენტს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის წარმომადგენლის ლაშა ახალაიას განცხადებით, საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილების გაზიარება და მათთან ერთად მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ახლა მიმდინარეობს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული ანგარიშის შემუშავება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის უფროსმა ვასილ წაქაძემ სამუშაო შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შემუშავების პროცესში საერთაშორისო ექსპერტების მიერ გაზიარებულ გამოცდილებას ეფექტიანად გამოიყენებენ ინდიკატორების და შეფასების ინსტრუმენტების სწორად განსაზღვრის საკითხში.
სამუშაო შეხვედრა „ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემების პრინციპების და პრაქტიკის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (ENI SEIS East II) ფარგლებში გაიმართა, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) მიერ და ხელს უწყობს საზოგადოებისთვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის გაზიარებას.
აღსანიშნავია, რომ ოთხწლიანი პროექტი ახორციელებს ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემების (SEIS) პრინციპების დანერგვას, რაც 2010-2015 წლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) განხორციელებულ აქტივობებს ეფუძნება. პროექტის მიზანიც გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერების მეშვეობით ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და გარემოს დაცვის მხარდაჭერაა.
პროექტი ბიომრავალფეროვნების, წყლის, ნიადაგის, ჰაერის მონაცემებისა და გარემოს მდგომარეობის შეფასების განვითარებას უწყობს ხელს და 2019 წლის ბოლომდე გაგრძელდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა