logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ახალშობილთა სასაჩუქრე პაკეტი უმჯობესდება
ახალშობილთა სასაჩუქრე პაკეტი უმჯობესდება
17:03 17.05.2018
სოციალური პროექტის − „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ − სასაჩუქრე პაკეტი უმჯობესდება. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, პროგრამის ბენეფიციარები − სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ახლა უკვე ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 20-ლარიან უფასო ვაუჩერებსა და 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათებსაც მიიღებენ. ვაუჩერების განაღდება „ფარმადეპოს“ სააფთიაქო ქსელში იქნება შესაძლებელი. ახალშობილის მშობელი 20 ლარის ფარგლებში საფენებს ან ბავშვისთვის საჭირო სხვა ნივთს უფასოდ მიიღებს, 50-პროცენტიანი ვაუჩერით კი სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის ნახევარ ფასად შეძენას შეძლებს.

სასაჩუქრე პაკეტი იუსტიციის სახლსა და კომპანია „ფარმადეპოს“ შორის ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში უმჯობესდება. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერა.

პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2016 წლის 17 ოქტომბრიდან იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილი ბავშვების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, იუსტიციის სახლის სასაჩუქრე ნაკრებსაც იღებენ. პროექტის მიმდინარეობის პერიოდში ორჯერ გამოიკითხნენ ბენეფიციარი მშობლები. კითხვაზე − რის დამატებას ისურვებდით სასაჩუქრე პაკეტში, გამოკითხულთა უმრავლესობამ არჩევანი საფენებზე, საწოვარაზე, საბავშვო ზეთსა და ხელოვნურ საკვებზე შეაჩერა.

„სწორედ მშობელთა ამ სურვილების გათვალისწინებით წარმართა იუსტიციის სახლმა მოლაპარაკებები კერძო კომპანიებთან, რომელთაგან შესაბამისი შეთანხმების მიღწევა მხოლოდ „ფარმადეპოსთან“ მოხერხდა. ამისათვის „ფარმადეპოს“ როგორც ჩვენი, ასევე ბავშვებისა და მშობლების სახელით ნამდვილად ეკუთვნის დიდი მადლობა. იმედი მაქვს, მომავალში, სხვა კომპანიებიც გამოიჩენენ მსგავს სოციალურ პასუხისმგებლობას და ჩვილის დაბადებისთანავე შეაბიჯებენ იმ ოჯახებში, რომელთაც ამგვარი მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებათ.“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

სასაჩუქრე პაკეტის გამრავალფეროვნების შედეგად, დღეიდან ახალშობილების მშობლები შეძლებენ, თავად განსაზღვრონ, მათი შვილებისათვის რომელი ნივთებია პრიორიტეტული, რომელთაც სასაჩუქრე ვაუჩერით ან 50%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ.

პროექტის − „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ − ფარგლებში დღემდე სასაჩუქრე ნაკრები 4130 მოსარგებლეს გადაეცა. კვლევის თანახმად, პროგრამის ბენეფიციარების 68.35% საჩუქრით კმაყოფილი იყო; 6,84% მიიჩნევდა, რომ პაკეტი გაუმჯობესებას არ საჭიროებს; 24.81%-მა კი ბავშვთა ჰიგიენისა და მოვლის პროდუქტების დამატების სურვილი გამოთქვა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა