საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სამების საკათედრო
ტაძარში ამაღლებისა და ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.
როგორც პატრიარქმა ბრძანა, ოჯახი სახელმწიფოს საფუძველია.
„ჩვენ ვდღესასწაულობთ ოჯახის სიმტკიცის დღეს. ოჯახი ეს არის საფუძველი სახელმწიფოსი და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ბედნიერი იყოს ჩვენი ოჯახები“- ბრძანა პატრიარქმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ამაღლების დღესასწაულია. ამაღლებას აღდგომიდან მეორმოცე დღეს ქრისტეს ზეცად ამაღლების ნიშნად ზეიმობენ. ამასთან, დღეს ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეა, რომელიც პატრიარქმა ხუთი წლის წინ დაადგინა.

















