logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით აგრარულ უნივერისტეტში შეხვედრა გაიმართა
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით აგრარულ უნივერისტეტში შეხვედრა გაიმართა
12:57 17.05.2018
საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის საიუბილეო დღეების ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეები ანდრო ასლანიშვილი და ლევან მეხუზლა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და ქართული მეღვინეობის განვითარებისთვის 1918-1921 წლების მნიშვნელობასა და დარგში არსებულ თანამედროვე მდგომარეობასა და გამოწვევებზე ესაუბრნენ.

აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ვახტან ლეჟავამ ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს უნივერსიტეტის ენოთეკა, ლაბორატორიები და მარანი დაათვალიერებინა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქართული ღვინის კულტურისა და ტრადიციების 8-ათასწლოვანი ისტორიის ფონზე, საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა მეღვინეობის ინდუსტრიისა და დარგის მეცნიერული განვითარების მიმართულებისთვის მნიშვნელოვანი ბიძგის მიმცემი იყო.

დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღიდან, საქართველო რევოლუციებისა და ომებისგან დანგრეული ეკონომიკის აღდგენას შეუდგა, რომლის ერთ-ერთი საფუძველი სოფლის მეურნეობა და მევენახეობა-მეღვინეობის დარგი იყო.
ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეღვინეობა-მევენახეობის სწავლების მიმართულებით, რადგან 1920 წელს საქართველოს მევენახეობის მეცნიერულ განვითარებას ჩაეყარა საფუძველი. პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის წლებში, კერძოდ, 1918 წელს შეიქმნა „კახელ მევენახეთა კავშირი“, სადაც გაერთიანდა 4 400 წევრი, 1919 წელს გაიმართა ქართველ მეღვინე-მევენახეთა პირველი კონგრესი, 1920 წელს გამოვიდა პირველი ქართული პროფესიული ჟურნალი „ვაზი და ღვინო“, ამავე პერიოდში გაიხსნა 4 ღვინის ქარხანა.

შეხვედრაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მოისმინეს სტუდენტების მოსაზრებები, უპასუხეს აუდიტორიაში დასმულ შეკითხვებს. დასასრულს გაიმართა სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „საქართველო - ღვინის აკვანი“ ჩვენება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა