logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მარიამ ჯაში გაეროს ბავშვთა ფონდის - (UNICEF) განათლების რეგიონალურ მრჩეველს შეხვდა
მარიამ ჯაში გაეროს ბავშვთა ფონდის - (UNICEF) განათლების რეგიონალურ მრჩეველს შეხვდა
10:19 17.05.2018
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში გაეროს ბავშვთა ფონდის - (UNICEF) განათლების რეგიონალურ მრჩეველს პარმოსივი სოობრაიანს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) განათლების პროგრამების ხელმძღვანელი მაია ყუფარაძე და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში გოთფრიდ ჰანე.



მარიამ ჯაშმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) რეგიონალური ოფისის მრჩეველს გაუზიარა საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში არსებული მიღწევები და ის პრიორიტეტები, რომელთა ირგვლივ მნიშვნელოვანია ერთობლივი თანამშრომლობა.



კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა UNICEF -თან თანამშრომლობისათვის საინტერესო მიმართულებებზე, კერძოდ სასკოლო განათლების ხარისხის, ინკლუზიურობის, მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესების აუცილებლობაზე. მარიამ ჯაშმა ხაზი გაუსვა განათლების სისტემაში დაფინანსების გაუმჯობესების სასიცოცხლო მნიშვნელობას და ამ მიმართულებით UNICEF-ეს სთხოვა ჩართვა, როგორც ადვოკატირების, ასევე საერთაშორისო დონეზე შესაძლო მხარდაჭერის მოსაძიებლად.



გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონალურმა მრჩეველმა კომიტეტის თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია OECD-თან ერთობლივად დაგეგმილი კვლევის თაობაზე, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში ჩატარდება და დეტალურ ინფორმაციასა და ანალიზს შესთავაზებს განათლების სისტემაში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს. ასევე, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, საინტერესო მოსაზრებები გამოითქვა სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით. დაბოლოს, იუნისეფი მზად არის დამატებითი მხარდაჭერა გაუწიოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მართვის საინფორმაციო სისტემის გასაუმჯობესებლად.



მარიამ ჯაშმა დღესვე მადლობა გადაუხადა გაეროს ბავშვთა ფონდს განათლების სისტემაში ორი ათეული წლის მანძილზე გაწეული მხარდაჭერისათვის - განსაკუთრებით ინკლუზიური განათლების რეფორმების იმ პირველი ნაბიჯებისათვის, რამაც დრეისათვის უკვე 7000 ბავშვს მისცა სკოლაში სიარულის შესაძლებლობა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა