არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „ჩვენი უფლებებისთვის“ NDI -ს კვლევებს აბსურდულს უწოდებს.
„წინააღმდეგობის მოძრაობის“ წევრის, კოალიცია
„ჩვენი უფლებებისათვის“ თავმჯდომარის დავით ლილუაშვილის განცხადებით, NDI-ს კვლევის შედეგები, პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგის შესახებ, რომლითაც 36%-ით „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს, არადამაჯერებელი და აბსურდულია.
„საქართველოს საზოგადოებამ, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სისასტიკე, გამორიცხულია, რომ მოსახლეობაში ჰქონდეს ლიდერი პოლიტიკური პარტიის პოზიცია. საინტერესოა, NDI როგორ სივრცეში ატარებდა საველე სამუშაოებს და რა პრინციპით არჩევდა რესპოდენტებს“ - აცხადებენ არასამთთავრობო ორგანიზაციათა კოალიციაში „ჩვენი უფლებებისათვის“.
NDI-მ პოლიტიკური პარტიების რეიტინგებთან დაკავშირებით კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს გამართა. შედეგების შესაბამისად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხული რესპოდენტების 36% მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭრდა, 18% - „ქართულ ოცნებას“, 3% - „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“.

















