logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
თამარ ჩუგოშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
15:41 14.05.2018
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და მათი აზრი მოისმინა ბოლო დროს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. შეხვედრისას ასევე საუბარი იყო პარლამენტის როლზე საჯარო მმართველობის პროცესში.



თამარ ჩუგოშვილმა მოკლედ მიმოიხილა პირველი რესპუბლიკის გამოცდილება და აღნიშნა, რომ 100 წლის წინ, საქართველო ნამდვილად იყო ერთ-ერთი ყველაზე ევროპული ქვეყნა და დეკლარირებული ჰქონდა ის ღირებულებები, რომლებიც ბევრმა ევროპულმა ქვეყნამ მოგვიანებით გაიზიარა.



მისი თქმით, რუსული ოკუპაციის შემდგომ, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ფაქტობრივად, ხელახლა დაიწყო ინსტიტუტების მშენებლობაც და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაც.



პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სამოქალაქო საზოგადობის ჩამოყალიბებასა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაზე ბოლო ორი დღის განმავლობაში თბილისში განვითარებული საპროტესტო აქციების ჭრილში ისაუბრა.



„ჩვენი საზოგადოება ძალიან ეფექტურად და სწრაფად ყალიბდება ისეთ საზოგადოებად, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია ცივილური, დასავლური, განვითარებული ქვეყნების საზოგადოება. ვფიქრობ, გუშინდელი მაგალითიც ამის მაჩვენებელი იყო, როდესაც აქციის ორგანიზატორები არ წავიდნენ გამწვავებაზე და პროვოცირებაზე, არამედ მიიღეს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის მქონე გადაწყვეტილება და სამუშაო რეჟიმში გადაიტანეს ის პროცესები, რომელიც შეიძლება საკმაოდ მწვავე ფორმით გაგრძელებულიყო“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში სრულიად სხვანაირად განვითარდა სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის, პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტრო.



„იმის მიუხედად, რომ პოლიციას თავისი მოვალეობების შესრულება ორ დემონსტრაციას შორის მოუწია, მან უზრუნველყო ორივე მხარის შეკრების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და ასევე უზრუნველყო, რომ მშვიდობიანად, ყოველგვარი ძალის გამოყენების გარეშე დასრულებულიყო ეს აქციები“,- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.



მისი თქმით, წლების წინ, სახელმწიფო და პოლიცია არ იყო მოწოდების სიმაღლეზე იმისთვის, რომ უზრუნველყო მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება და ხდებოდა პირიქითაც, როდესაც იყენებდნენ აგრესიულ ძალას, რაც ფატალური შედეგებითაც მთავრდებოდა ზოგჯერ.



საჯარო მმართველობის პროცესში პარლამენტის როლზე საუბრისას, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პერიოდში, სხვადასხვა ეტაპზე განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად საკანონმდებლო ხელისუფლების კონსტიტუციური როლი ძალიან გაიზარდა.



„პარლამენტის კონსტიტუციური როლი ძალიან გაიზარდა, მათ შორის, ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც ბოლო პერიოდში მიიღო საქართველოს პარლამენტმა. ვენეციის კომისიის შეფასებით, ჩვენ დავასრულეთ საპარლამენტო სისტემად გარდაქმნის ევოლუცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კონსტიტუციური მოწყობა არის კლასიკური საპარლამენტო სისტემა და შესაბამისად, პარლამენტის როლი პოლიტიკურ პროცესში ძალიან იზრდება“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.



მისი განმარტებით, საკანონმდებლო ორგანოს როლის გაძლიერებას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის ის, რომ პარლამენტი ქმნის მთავარობას და პარლამენტს შეულია დაიწყოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა.



თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა პარლამენტის საკანონმდებლო როლზე და საზედამხედველო ფუნქციაზე.



„როდესაც ვსაუბრობდი, რომ საქართველოში ინსტიტუტები განვითარდა, ვითარდება და სულ უფრო ძლიერდება, საქართველოს პარლამენტთან მიმართებით ეს ყველაზე ნათლად გამოიხატება საზედამხედველო, მაკონტროლებელი როლის გაძლიერებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.



მისივე თქმით, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების კუთხით გადადგმული ნაბიჯი იქნება ის ფაქტი, რომ პარლამენტი უახლოეს დღეებში მოუსმენს შინაგან საქმეთა მინისტრს.

„საზოგადოების ნაწილს გაუჩნდა გარკვეული კითხვები სპეცოპერაციის განხორციელებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ისევე როგორც ეს დასავლური, დემოკრატიული ტიპის სახელმწიფოებში ხდება, ასეთ კითხვებზე პასუხის გასაცემად ყველაზე სწორი ადგილი არის პარლამენტი, ადგილი, სადაც წარმოდგენილია ყველა პოლიტიკური ძალა, ვისაც საქართველოს მოსახლეობამ პოლიტიკური მანდატი მისცა“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.



პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნარკოპოლიტიკის შემუშავებაში პარლამენტის როლზე საუბრისას აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში წარმოებულმა რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ ზიანის შემცირება ვერ მოიტანა და ლეგიტიმურად დადგა საკითხი იმის თაობაზე, რომ სახელწიფომ ამ საკითხისადმი მიდგომა და პოლიტიკა უნდა შეცვალოს.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილმა გადაწყვეტილებებმა ნარკოპოლიტიკა ლიბერალიზაციის მიმართულებით წაიყვანა, თუმცა როგორ გააგრძელებს ამ პროცესს პარლამენტი, ეს უახლოეს პერიოდში გამოჩნდება.



შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა და თამარ ჩუგოშვილმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა