logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მთაწმინდის პარკში ახალი ღვინის ფესტივალი-2018 გაიმართა
მთაწმინდის პარკში ახალი ღვინის ფესტივალი-2018 გაიმართა
17:18 12.05.2018
საქართველოს “ღვინის კლუბის“ ორგანიზებით, რიგით მე-9 „ახალი ღვინის ფესტივალი“ დღეს მთაწმინდის პარკში გაიმართა. ფესტივალში მონაწილე ღვინის მწარმოებლებმა სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 2017 წლის მოსავლის ღვინოები წარუდგინეს.
ფესტივალის ფარგლებში, ტრადიციულად, საზეიმოდ გაიხსნა ქვევრი, გათამაშდა ღვინის კასრები. წელს ქვევრში წარმოდგენილი იყო ღვინო გურიის რეგიონიდან - კობიძეების „ჩხავერი“.

ქვევრის გახსნის ცერემონიაში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრო ასლანიშვილმა მიიღო მონაწილეობა.

„ღვინის ეროვნული სააგენტო წელსაც, როგორ გასულ წლებში, მხარდამჭერები ვართ „ახალი ღვინის ფესტივალის". ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს მცირე და საშუალო სეგმენტი. აღსანიშნავი და სასიხარულოა, რომ წელს ფესტივალზე 70 ახალი ღვინის საწარმო არის წარმოდგენილი, ფესტივალს ესწრება უმრავი ტურისტი, უცხოელი და ქართველი ღვინის პროფესიონალი. დღევანდელი დღე ემსახურება ქართული ღვინის პოპულარიზაციას“ - აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ფესტივალს ღვინის პროფესიონალები და ღვინის თემით დაინტერესებული ჟურნალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაესწრნენ.
ფესტივალზე სულ წარმოდგენილი იყო 81 ღვინის კომპანია და 131 მცირე საოჯახო მარანი. შესარჩევი დეგუსტაციებისთვის 236 საოჯახო მარნის 422 ღვინო შემოვიდა. ფესტივალზე, ტრადიციულად წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო 100 საოჯახო მარანი, მაგრამ აქტივობა იმდენად დიდი იყო მარნების მხრიდან, რომ ღვინის კლუბის გადაწყვეტილებით, საბოლოოდ 131 საოჯახო მარანი შეირჩა.

,,ახალი ღვინის ფესტივალში“ მონაწილეებისა და სტუმრების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. პირველ ფესტივალზე, რომელიც 2010 წელს გაიმართა, ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია მონაწილეობდა.

ფესტივალზე საკუთარი სტენდი წარმოადგინა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, სადაც ცენტრის ჯიღაურას სადემონსტრაციო-კვლევით ბაზაზე გაშენებული ქართული იშვიათი და უნიკალური ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს „ღვინის კლუბი“, მხარდამჭერები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა