NDI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, რესპოდენტების 22%-ს საქართველოს მომავალ პრეზიდენტად „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის ხილვა სურს.
კითხვაზე - ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად, არჩევნებში მონაწილეობის მსურველ რესპოდენტთა 25%-მა არ იცის ვის დაუჭერს მხარს, 22%-ს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი სურს პრეზიდენტად, 20% ხმას ბიძინა ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს მისცემს.
პასუხზე უარს 17% აცხადებს, ქდმ-ს ლიდერს გიორგი თარგამაძეს ხმა 4%-მა მისცა, 3% - არცერთ კანდიდატს უჭერს მხარს, ხოლო 3%-მა მხარი სხვა კანდიდატს დაუჭირა.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, კვლევის შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ მას საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ვადით კენჭისყრის უფლება აღარ აქვს, მისი პრეზიდენტად ხილვა გამოკითხულთა 6%-ს სურს.
აღსანიშნავია, რომ არჩევნებში მონაწილეობას გამოკითხულთა 77% გეგმავს, რაც ამავე ორგანიზაციის მიერ თებერვალში ჩატარებული კვლევის შედეგებს აღემატება. თებერვალში ანალოგიურ კითხვაზე დადებითი პასუხი რესპოდენტთა 68%-მა გასცა.

















