logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„კანის ლომები 2018“- საქართველოს ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსი დაიწყო
„კანის ლომები 2018“- საქართველოს ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსი დაიწყო
14:52 11.05.2018
"კანის ლომები 2018"-ის საქართველოს ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსი Young Lions Georgia დაიწყო. წელს კონკურსი ხუთ კატეგორიაში - ბეჭდური რეკლამა, დიზაინი, ციფრული კამპანია, ვიდეო და ახალგაზრდა მარკეტერი მიმდინარეობს.

ახალგაზრდა მარკეტერის კატეგორიაში საკონკურსო თემად თბილისის ღამის ეკონომიკა შეირჩა. დავალების მიხედვით, კონკურსში მონაწილეებმა ახალი პროდუქტი და სერვისი უნდა შექმნან, ან იდეა განახორციელონ, რომელიც დედაქალაქში ღამის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო. თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ კი, მონაწილეებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

სოფიო ხუნწარიას განცხადებით, აღნიშნული პლატფორმა თბილისის მერიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"საქართველოში კრეატიული ინდუსტრია სწრაფი ტემპით ვითარდება. ამას ახალგაზრდა "კანის ლომების" ფესტივალი ცხადყოფს, რომელიც ყოველწლიურად იმართება. თუ 2015 წელს ფესტივალის მონაწილე 11 გუნდი იყო, წელს განაცხადი უკვე 168-მა გუნდმა გააკეთა. ბუნებრივია, ეს თბილისის მერიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რადგანაც ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ინიცირება მოვახდინეთ. აქტიურად ვიწყებთ ამ მიმართულების განვითარებას და ჩვენთვის სწორედ ახალგაზრდა ადამიანების, იმ გუნდების ხედვა ძალიან მნიშვნელოვანია, რომლებიც "კანის ლომებში" არიან ჩართული. ველოდებით მათგან ახალ იდეებს", - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

"კანის ლომები" მსოფლიოში კრეატიულ და სარეკლამო ინდუსტრიაში ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალია. საქართველოს ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსის თითოეული კატეგორიის გამარჯვებული გუნდი ორგანიზატორების დაფინანსებით, საფრანგეთში, კანის კრეატიულ ფესტივალზე გაემგზავრება და მსოფლიოს სხვა საუკეთესო გუნდებს შორის, ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოლებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა