ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები
იყოს, რესპოდენტების 36% მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა.
რესპოდენტების იმ ნაწილიდან, რომლებმაც განაცხადეს, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდნენ, 36%-მა აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდნენ ხმას, 18% ივანიშვილის კოალიცია „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, 3% - „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“, 2% კი - სხვა ოპოზიციურ პარტიებს ასახელებს. ამასთან, 22%-მა არ იცის მხარს ვის დაუჭრს, 16%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 4% კი, ხმის მიცემას არც ერთი პარტიისთვის არ აპირებს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 4 ივნისიდან-22 ივნისის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 6 299 მოქალაქეა გამოკითხული.

















