logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოში ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული და რადიოლოგიური საფრთხეების თაობაზე პარლამენტში სემინარი გაიმართა
საქართველოში ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული და რადიოლოგიური საფრთხეების თაობაზე პარლამენტში სემინარი გაიმართა
18:21 10.05.2018
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაციის „ორგანიზაცია სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფთხოების საკითხებში“ ორგანიზებით, თემაზე - ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული და რადიოლოგიური საფრთხეები და სტრატეგიული პროდუქციით ვაჭრობის კონტროლის სისტემა საქართველოში, პარლამენტში სემინარი გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ბერაია მიესალმა. მან ხაზი გაუსვა განსახილველი თემის აქტუალობას და საკითხის აქტუალიზებისათვის აღნიშნული ფორმატის შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ საქართველოს, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებელ წევრ ქვეყანას, აღებული აქვს ვალდებულებები ეფექტური კონტროლი დააწესოს ორმაგი დანიშნულების პროდუქციასა და ბირთვული და რადიაციული ნივთიერებების ექსპორტზე, შეიმუშაოს შესაბამისი ეროვნული პოლიტიკა და უზრუნველყოს მისი ეფექტიანი განხორციელება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარი ლურსმანაშვილმა სემინარზე საქართველოში ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული და რადიაციული საფრთხეების რეაგირების მიმართ სამსახურის მიდგომებზე და უწყების მიერ გაწეული საქმიანობის პრეზენტაცია წარმოადგინა. მომხსენებელმა იმ ფუნქციებზე და მიმართულებებზე ისაუბრა, რომელიც სამსახურის კომპეტენციებს განეკუთვნება. „პირველ რიგში ჩვენი უწყება, ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული და რადიოლოგიური საფრთხეების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი უწყებაა. ასევე სამსახურში ფუნქციონირებს სამდივნო, რომელიც ანალიტიკურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას უწევს საბჭოს საქმიანობას. ერთ-ერთი მიმართულებაა უკანონო კონტრაბანდასთან ბრძოლა ბირთული და რადიოაქტიური მასალების მიმართულებით. ასევე უწყება უზრუნველყოფს სასაზღვრო-გამტარ პუნქტებზე უსაფრთხოების საქმიანობის პროგრამულ და ტექნიკურ გამართულობას. სამსახურის კომპეტენციაში შედის ტერორიზმთან ბრძოლა, როდესაც საქმე გვაქვს ტექნოლოგიურ ტერორიზმთანაც“, - განაცხადა მარი ლურსმანაშვილმა.

შეხვედრაზე სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენელმა, თამარ პატარაიამ აუდიტორიას წარუდგინა ანგარიში - ირან-საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა სანქციების პოლიტიკის კონტექსტში. მოხსენება წარმოადგინა ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, შორენა ლორთქიფანიძემ. შეხვედრაზე მონაწილეები სამოქალაქო საბჭოსა და ჟენევის შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ცენტრის ერთობლივ ინიციატივას - ახალი ქართულ ენოვანი ინტერნეტ პლატფორმა „უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული ზედამხედველობა“ გაეცნენ. სემინარს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, ბირთვული და უსაფრთხოების სააგენტოს, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა